სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს გრძელვადიანი რეიტინგი BB დონეზე პროგნოზით “სტაბილური” დაუდასტურა.
სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგზე გავლენას ახდენს კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა საქართველოში და მისი მფლობელი კომპანიის მდგრადობა.
კომპანია კომუნალური ჯგუფის ENERGO-PRO-ს მფლობელობაშია. ენერგო-პრო ჯგუფი აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში და თურქეთში.
EPG საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელსაც ბაზრის 46% უკავია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ კომპანიის ტარიფები ძლიერ ცვლილებას განიცდის, რისი მიზეზიც ლარის გაუფასურებაა. 2016 წლის ბოლო კომპანიის ვალის 96% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული (უმეტესად დოლარსა და ევროში), ამიტომ Fitch აღნიშნავს, რომ სავალუტო რყევები კომპანიისთვის რისკს წარმოადგენს, რადგან მისი შემოსავლები ლარშია.
დატოვე კომენტარი