Fitch-მა Energo-Pro Georgia-ს წინასწარი გრძელვადიანი რეიტინგი BB დონეზე პროგნოზით “სტაბილური” მიანიჭა. სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ რეიტინგზე გავლენას ახდენს კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა საქართველოში და მისი მფლობელი კომპანიის მდგრადობა.
კომპანია კომუნალური ჯგუფის ENERGO-PRO-ს მფლობელობაშია. ენერგო-პრო ჯგუფი აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში და თურქეთში.
Energo-Pro Georgia-სა და ENERGO-PRO-ს შორის ურთიერთობას Fitch დადებითად აფასებს, – 2016 წელს ENERGO-PRO-ს EBITA-ს 40% მის ქართულ წარმომადგენელზე მოდიოდა.
EPG საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელსაც ბაზრის 46% უკავია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით.
კომპანია საქართველოს მთლიანი ტერტორიის 85%-ს ფარავს.
2016 წლის ბოლო კომპანიის ვალის 96% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული (უმეტესად დოლარსა და ევროში), ამიტომ Fitch აღნიშნავს, რომ სავალუტო რყევები კომპანიისთვის რისკს წარმოადგენს, რადგან მისი შემოსავლები ლარშია.
ზაფხულში ენერგო პრო ჯორჯიამ კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21,7 მლნ ლარად შეიძინა, შედეგად, ბაზრის წილი 60.2%-დან 64.6%-მდე გაზარდა და თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.
დატოვე კომენტარი