სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი BB- დონეზე განსაზღვრა.
სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, რაც 2016 წელთან შედარებით (2.8%) დიდი ზრდაა.
მიმდინარე წელს Fitch საქართველოს ეკონომიკის 4.6%-ით გაზრდას ელოდება, 2019 წელს კი 4.9%-ით.
რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად Fitch ხელსაყრელ საგარეო ფაქტორებს და გაზრდილ შიდა მოთხოვნას ასახელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ შიდა მოთხოვნის ზრდა უმეტესად მთავრობის მიერ კაპიტალური ხარჯების ზრდამ გამოიწვია.
დატოვე კომენტარი