Fitch სალვადორს აფრთხილებს, რომ ბიტკოინის მიღებას სადაზღვევო სექტორზე უარყოფითი გავლენა ექნება

Fitch სალვადორს აფრთხილებს, რომ ბიტკოინის მიღებას სადაზღვევო სექტორზე უარყოფითი გავლენა ექნება

ცნობილმა ამერიკულმა საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა, რომელიც ამავდროულად საკრედიტო სააგენტოების დიდი სამეულის წევრიცაა, გამოაქვეყნა მოხსენება ელ-სალვადორის მიერ ბიტკოინის მიღებისა და კრიპტოაქტივების ქვეყანაში გადახდის საშუალებად ლეგალიზაციის შესახებ. Fitch-ს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო საკითხების მოგვარების შემდეგ, ქვეყანას არასტაბილურობისა და მარეგულირებელი და საოპერაციო რისკები ექნება.

სალვადორის კონგრესმა 9 ივნისს ქვეყანაში ბიტკოინის გადახდის ლეგალურ საშუალებად მიღება უმრავლესობით დაამტკიცა. 21 დღეში კი აღნიშნული კანონი უკვე ძალაში შევა და სრულფასოვნად ამოქმედდება.

სალვადორის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ქვეყნის არჩევანი, მიიღოს ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად, გააკრიტიკა Bank of America-მ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა.

ამჯერად კი საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებას ავტორიტეტული სააგენტო Fitch Ratings საკუთარ მოხსენებაში უსვამს ხაზს. Fitch-ის მოსაზრებით, ბიტკოინს სადაზღვევო სექტორი აქტიურად არ გამოიყენებს მომსახურებისათვის და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გამოიყენებენ, ისინი შეეცდებიან რაც შეიძლება მალე მოახდინონ ბიტკოინის აშშ დოლარში კონვერტაცია გაცვლითი კურსის რისკების აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა, Fitch განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობა შეამცირონ შენახვის ვადები მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, იძლევა თუ არა მარეგულირებელი ან საოპერაციო ჩარჩო ბიტკოინის აშშ დოლარში დაუყოვნებლივი კონვერტაციის შესაძლებლობას. აღნიშნული დეტალი კი ჯერ-ჯერობით უცნობია. შესაბამისად სადაზღვევო კომპანიებს ეზრდებათ რისკებიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *