დღევანდელ ციფრულ სამყაროში ტექნიკურ ელემენტს პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში შევხვდებით – ფინანსებით, განათლებითა და საცალო ვაჭრობით დაწყებული, საჰაერო-კოსმოსური თუ ჯანდაცვის სექტორით დასრულებული. შესაბამისად, ტექნოლოგიური განათლებისა და გამოცდილების მქონე პირებზე მოთხოვნა ბოლო წლებია, მკვეთრად იმატებს.
ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს პროგნოზით, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, კომპიუტერულ და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებში დასაქმების მაჩვენებელი ბევრად უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე საშუალოდ ყველა პროფესიისთვის. ბიუროს შეფასებით, დასაქმების ზრდისა და წასულ თანამშრომელთა ჩანაცვლების აუცილებლობის გამო, ამ სფეროში ყოველწლიურად 377,500 ახალი ვაკანსია დაემატება.
მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათთან დაკავშირებულ დისციპლინებში განათლების მიღების ძირითად წყაროდ საბაკალავრო კურსი მიიჩნევა, ბევრი პროფესიონალი დღეს თვითნასწავლია. დამხმარე რესურსებს შორის კი დიდი პოპულარობით სასერტიფიკაციო პროგრამები და ინტენსიური სასწავლო კურსები სარგებლობს. გასაუბრების ეტაპები უმეტესად „ტექნიკურ ინტერვიუსაც“ მოიცავს, ხოლო კანდიდატებს მათი შესაძლებლობების დემონსტრირება რიგი მიმართულებებით – მათ შორის პროგრამირების, კოდირებისა თუ ინჟინერიის – შეუძლიათ.
სამუშაო შეთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ანაზღაურებაა. აშშ-ში 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნიკური პროფესიის გამოვლენისას, ამერიკულმა Forbes-მა Indeed-ის სახელფასო მონაცემები გამოიყენა და დამსაქმებელთა სავარაუდო მოთხოვნების გათვალისწინებით შეაფასა.
ცნობისთვის, რეიტინგი მხოლოდ საბაზისო ხელფასს წარმოადგენს, რადგან ბონუსი, კაპიტალი და სარგებელი შესაძლებელია კომპანიების მიხედვით განსხვავებული იყოს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს დასაქმებულის მთლიან კომპენსაციაზე.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნიკური პროფესია აშშ-ში:
10. Full-Stack-დეველოპერი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $126,102
შესაბამისი უნარები: HTML, CSS, JavaScript, MySQL, SQL, PostgreSQL, MongoDB, Oracle, Git, Github, Subversion, AWS, Heroku, Azure, APIs, C, C++, Lisp, Python
- მონაცემთა ინჟინერი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $126,737
შესაბამისი უნარები: SQL, NoSQL, PostgreSQL, Python, Redshift, Panoply, Hadoop, Spark, AWS, Azure, Kafka.
- მობილური დეველოპერი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $127,409
შესაბამისი უნარები: Linux/Unix, Python, Perl, Shell Scripting, Java, C#, Swift, Oracle, Apache, iOS, ABAP, Drupal, HTML, LAMP Stack, Ruby On Rails, UI, Cybersecurity, Product Management, IoT, Agile, Lisp.
- კომპიუტერული ქსელის არქიტექტორი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $127,467
შესაბამისი უნარები: inux, UNIX, Python, Perl, JSON, Ansible, Puppet
- Data Warehouse–არქიტექტორი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $131,479
შესაბამისი უნარები: SQL, PL/SQL, Python, Cobol, JCL, SQL Server, MySQL, Oracle, DB2, Netezza, IMS DB, Git, TFS, JIRA, CRM, ERP, SCM.
- პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $137,430
შესაბამისი უნარები: UML, Java, JavaScript, C, Ruby, Python, .NET, APIs, AWS, Agile, Ansible, Azure, C#, CI/CD, Cloud Architecture, Cloud Infrastructure
- Enterprise–არქიტექტორი
საშუალო საბაზისო ხელფასი: $142,567
შესაბამისი უნარები: Cloud, Infrastructure, Roadmap, AWS, Java, Cloud Computing, Azure, Digital Transformation, ITIL.
- საიტის სანდოობის ინჟინერი (Site Reliability Engineer)
საშუალო საბაზისო ხელფასი: $155,517
შესაბამისი უნარები: APIs, AWS, Ansible, Azure, Bash, CI/CD, Cloud infrastructure, Computer Networking, DevOps, Distributed Systems
- ბექ-ენდ–დეველოპერი (Back-End Developer)
საშუალო საბაზისო ხელფასი: $158,984
შესაბამისი უნარები: Python, PHP, JavaScript, Ruby, Java, C#, Laravel, Django, Spring, Ruby on Rails, Meteor, Node.js, MongoDB, MySQL, Oracle, Apache, NGINX, Lighttpd, Microsoft IIS
- პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მენეჯერი (Software Engineering Manager)
საშუალო საბაზისო ხელფასი: $161,477
შესაბამისი უნარები: APIs, AWS, Agile, C, C#, C++, CI/CD, Design Patterns, DevOps, Distributed Systems