Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2022 წლის სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალს წელს ორი ქალი შეემატა. მიუხედავად ამისა, Forbes 400-ში შემავალი ქალების საერთო სიმდიდრე, 2021 წელთან შედარებით შემცირებულია.
Forbes 400-ის წლევანდელ რეიტინგში 58 ქალი შედის, რომელთა ქონების ღირებულება საერთო ჯამში 535 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც $29 მილიარდით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით.
წელს აშშ-ის უმდიდრესი ქალის სტატუსი ჯულია კოხმა, დევიდ კოხის ქვრივმა დაიკავა, რომელიც Koch Industries-ის 42%-ს ფლობდა. 2019 წელს, დევიდის გარდაცვალების შემდეგ წილი მისი მემკვიდრეების მფლობელობაში გადავიდა. ჯულია კოხმა აშშ-ის უმდიდრესი ქალის წოდება ელის უოლტონისგან გადაიბარა, რომელიც ამ სტატუსს 2015 წლიდან ატარებდა. შეგახსენებთ, ელისი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ქალიშვილია. მისი სიმდიდრის წყაროც, ძირითადად, სწორედ მამის გარდაცვალების შემდეგ კომპანიაში მემკვიდრეობით მიღებული წილია.
წარმოგიდგენთ 2022 წლის Forbes 400-ის რეიტინგში შემავალი აშშ-ის უმდიდრესი ქალების ათეულს:
ჯულია კოხი (Julia Koch & Family)
წმინდა ქონება: $56 მილიარდი
სიმდიდრის ზრდა 2021 წლის Forbes 400-სთან შედარებით: $5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Koch Industries
ელის უოლტონი
წმინდა ქონება: $55.7 მილიარდი
დაკარგული ქონება: $12.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart
მაქკენზი სკოტი
წმინდა ქონება: $37.7 მილიარდი
დაკარგული ქონება: $20.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon
ჟაკლინ მარსი
წმინდა ქონება: $37 მილიარდი
სიმდიდრის ზრდა: $5.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები
მირიამ ადელსონი
წმინდა ქონება: $26.4 მილიარდი
დაკარგული ქონება: $4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: კაზინოები
აბიგაილ ჯონსონი
წმინდა ქონება: $20.5 მილიარდი
დაკარგული ქონება: $4.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფულის მენეჯმენტი
ლორენს პაუელ ჯობსი
წმინდა ქონება: $12.6 მილიარდი
დაკარგული ქონება: $9.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Apple, Disney
დაიან ჰენდრიკსი
წმინდა ქონება: $12.2 მილიარდი
სიმდიდრის ზრდა: $1.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამშენებლო მასალები
კრისტი უოლტონი
წმინდა ქონება: $10 მილიარდი
სიმდიდრის ზრდა: $1.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart
მარაიკ მარსი
წმინდა ქონება: $9.3 მილიარდი
სიმდიდრის ზრდა: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები
დატოვე კომენტარი