როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნასა და მილიარდერების ქონების შემცირებას გულუხვ ქველმოქმედთა შემოწირულებებზე ნამდვილად არ უმოქმედია. Forbes-ის შეფასებით, 2020 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოს 25 ყველაზე გულუხვი მილიარდერის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაცემულმა თანხამ $196 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, მეგაქველმოქმედების მიერ ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხა $169 მილიარდს უტოლდებოდა.
აღსანიშნავია, რომ შემოწირულებების $29 მილიარდით ზრდის მიუხედავად, გასულ წელს რეიტინგში წარმოდგენილი ტოპ-25 ქველმოქმედის კოლექტიური ქონება 15%-ით, $936 მილიარდამდე შემცირდა. აქედან ჩვიდმეტმა ხელი მოაწერა ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის მიერ შექმნილ The Giving Pledge-ის ინიციატივას, რაც სიცოცხლის განმავლობაში და გარდაცვალების შემდგომ ქველმოქმედებისთვის ქონების მინიმუმ ნახევრის შეწირვას ითვალისწინებს. იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ინიციატივის მთავარი დებულება შეასრულეს, ჩაკ ფინი, დენი სანფორდი და ჯორჯ სოროსი არიან, თუმცა ეს უკანასკნელი, ქონების ნახევარზე მეტის ქველმოქმედებისთვის გაღების მიუხედავად, The Giving Pledge-ს არ შეერთებია.
2023 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი მილიარდერების სათავეში კვლავ უორენ ბაფეტია, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, რომელმაც, Forbes-ის გამოთვლით, გასულ წელს თითქმის $5.4 მილიარდი, სიცოცხლის განმავლობაში კი $51.5 მილიარდი გასცა – დაახლოებით $13 მილიარდით მეტი, ვიდრე რეიტინგის მეორეადგილოსანი გეიტსების მიერ გაღებული თანხა.
მიმდინარე წლის რეიტინგში არიან ახალწვეულებიც, Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი და ჰეჯ-ფონდის მაგნატი კენ გრიფინი, რომელთა მიერაც ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა, შესაბამისად, $2.55 მილიარდსა და $1.56 მილიარდს უტოლდება.
წარმოგიდგენთ Forbes-ის 2023 წლის ამერიკელი ფილანთროპების ტოპ-25-ეულს:
- უორენ ბაფეტი – Berkshire Hathaway; ქონება: $106 მილიარდი
სიცოცხლის განმავლობაში გაცემული თანხა: $51.5 მილიარდი – ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა
- ბილ გეიტსი და მელინდა გეიტსი – Microsoft-ი; $102 მილიარდი, $6.6 მილიარდი
სიცოცხლის განმავლობაში გაცემული თანხა: $38.4 მილიარდი – ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა
- ჯორჯ სოროსი – ჰეჯ-ფონდები; $6.7 მილიარდი
სიცოცხლის განმავლობაში გაცემული თანხა: $18.4 მილიარდი – დემოკრატია, განათლება, ადამიანის უფლებები
- მაქკენზი სკოტი – Amazon-ი; $27.8 მილიარდი
გაღებული თანხა: $14.43 მილიარდი – ეკონომიკა, რასობრივი და გენდერული თანასწორობა
- მაიკლ ბლუმბერგი – Bloomberg LP-ი; $76.8 მილიარდი
გაღებული თანხა: $14.4 მილიარდი – კლიმატური ცვლილება, ჯანდაცვა, განათლება
- ჩარლზ „ჩაკ” ფინი – Duty Free Shoppers-ი; $2 მილიონზე ნაკლები
გაღებული თანხა: $8 მილიარდი – მეცნიერება, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდები
- გორდონ და ბეტი მურები– Intel-ი; $7 მილიარდი
გაღებული თანხა: $5.8 მილიარდი – მეცნიერება, გარემო
- ჯიმ და მერილინ საიმონსები – ჰეჯ-ფონდები; $28.1 მილიარდი
გაღებული თანხა: $5.2 მილიარდი – საბაზო მეცნიერება, მათემატიკა
- მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი – Facebook-ი; $49.3 მილიარდი
გაცემული თანხა: $3.9 მილიარდი – მეცნიერება, განათლება, სისხლის სამართალი
- ფილ და პენი ნაითები – Nike; $47.3 მილიარდი
გაცემული თანხა: $3.37 მილიარდი – განათლება
- ედიტ ბროდი და ოჯახი – ინვესტიციები; $6.9 მილიარდი
გაცემული თანხა: $3.14 მილიარდი – განათლება, ხელოვნება, მეცნიერება
- ჯეფ ბეზოსი – Amazon-ი; $116.9 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.79 მილიარდი – გარემო, განათლება
- სტივ და კონი ბალმერები – Microsoft; $76.5 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.9 მილიარდი – ეკონომიკური მობილურობა
- სერგეი ბრინი – Google; $77.9 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.55 მილიარდი – პარკინსონის დაავადება, ეკონომიკური მობილურობა, კლიმატის ცვლილება
- ლინ და სტეისი შუსტერმანები – ნავთობი, ინვესტიციები; $3.2 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.52 მილიარდი – განათლება, ებრაული საზოგადოება, გენდერული და რეპროდუქციული თანასწორობა
- მაიკლ და სიუზან დელები – Dell-ის კომპიუტერები; $52 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.43 მილიარდი – განათლება, ეკონომიკური სტაბილურობა
- თ. დენი სანფორდი – საბანკო საქმე, საკრედიტო ბარათები; $2 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.25 მილიარდი – ჯანდაცვა, განათლება
- დონალდ ბრენი – უძრავი ქონება; $17.4 მილიარდი
გაცემული თანხა: $2.1 მილიარდი – განათლება, კონსერვაცია
- დასტინ მოსკოვიცი და კარი ტუნა – Facebook-ი, Asana; $6.8 მილიარდი
გაცემული ქონება: $2.1 მილიარდი – გლობალური ჯანმრთელობა, სისხლის სამართალი
- პიერ და პამ ომიდიარები – Ebay; $9.1 მილიარდი
გაცემული თანხა: $1.82 მილიარდი – სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებები, განათლება
- ჩარლზ კოხი – Koch Industries; $58.9 მილიარდი
გაცემული თანხა: $1.8 მილიარდი – განათლება, სიღარიბის დაძლევა, სისხლის სამართალი
- ჯორჯ კაიზერი – ნავთობი და გაზი, საბანკო საქმე; $13.8 მილიარდი
გაცემული თანხა: $1.68 მილიარდი – განათლება, ჯანმრთელობა, სიღარიბის დაძლევა
- ლორა და ჯონ არნოლდები– ჰეჯ-ფონდები; $3.3 მილიარდი
გაცემული თანხა: $1.63 მილიარდი – განათლება, სისხლის სამართალი, ჯანმრთელობა
- კენ გრიფინი – ჰეჯ-ფონდები; $32.3 მილიარდი
გაცემული თანხა: $1.56 მილიარდი – განათლება, ეკონომიკური მობილურობა, სამედიცინო კვლევა
- ტედ ტერნერი – საკაბელო ტელევიზია; $2.4 მილიარდი
გაცემული თანხა: $1.4 მილიარდი – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გარემო
დატოვე კომენტარი