თუ გსურთ, რომ მიმდინარე წელს თქვენი კარიერული ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოთ და საჭირო ნაბიჯებიც გადადგათ სამომავლო წარმატებებისკენ, მაშინ Forbes-ი იმ წიგნების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელიც თქვენი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ნამდვილად დაგეხმარებათ. გამოცემა წარმოგიდგენთ კარიერისა და ლიდერობის შესახებ დაწერილი წიგნების ათეულს, რომელსაც მიმდინარე წელს აუცილებლად უნდა გაეცნოთ:
Frank Slootman – Amp It Up: Leading for Hypergrowth with High Expectations, Urgency and Intensity
Snowflake-ის აღმსრულებელი დირექტორი, ფრენკ სლუტმენი, სახელმძღვანელოს საშუალებით, სამი კომპანიის საჯაროდ გამოტანის შემდგომ, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ძვირად ღირებული ცვლილებების გარეშე მუშაობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. სლუტმენი ხშირად ამბობს, რომ კონკრეტული ფორმულა არა აქვს, თუმცა მისი მეთოდი აშკარაა: „გააძლიეროს“ სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ინკრემენტალიზმის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას, კომპანიის ფოკუსის გაძლიერებასა და სწრაფ, მყისიერ მოქმედებას. „მე ვსარგებლობ აღმასრულებელი პრეროგატივით, არ უნდა გავამართლო, არ უნდა დაგარწმუნო. მხოლოდ უნდა ვიცოდე ის, თუ რისი გაკეთება მინდა“ – განაცხადა სლუტმენმა Forbes-თან ინტერვიუში.
Tessa West – Jerks at Work: Toxic Coworkers and What to Do about Them
უესტის წიგნი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ სატონის ბესტსელერის, The No A**hole Rule-ისა და მისი გაგრძელების A**hole Survival Guide-ის ნაკვალევს მიჰყვება. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგი, უესტი, სხვადასხვა სახის ტოქსიკურ თანამშრომლებს კატეგორიებად ანაწილებს (“kiss up/kick downer”, “free rider”, “gaslighter”) და მათთან გამკლავების საუკეთესო ხერხებს გვიზიარებს. უესტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტოქსიკურ თანამშრომლებს პირისპირ ვერ ვხვდებით, ვირტუალურადაც მათთან მუშაობა შესაძლოა არანაკლებ რთული აღმოჩნდეს.
Y-Vonne Hutchinson – How to Talk to Your Boss about Race: Speaking Up Without Getting Shut Down
წიგნის ავტორი, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართლის ყოფილი იურისტი, ამჯერად კი მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის კონსულტანტია, რომელიც ასევე ტექნოლოგიების ლიდერებისა და Fortune 500-ის კომპანიების მრჩეველია. მისი წიგნი გათვლილია თანამშრომლებისთვის, რომლებიც სისტემური რასიზმის შეცვლას საკუთარ და საერთო პასუხისმგებლობად მიიჩნევენ. ჰატჩინსონის სახელმძღვანელო ახსენებს თანამშრომლებს, რომ მათაც აქვთ ცვლილებების განხორციელების უნარი.
Dan Pink – The Power of Regret: How Looking Backwards Moves Us Forward
პინკი რამდენიმე ბლოკბასტერის, მათ შორის ფრილანს-ეკონომიკის შესახებ Free Agent Nation-ისა და ადამიანთა მოტივაციაზე დაწერილი Drive-ის ავტორია. თუმცა მისი ახალი წიგნი სრულად სამუშაოსა და კარიერას არ ეხება და სოციალური ფსიქოლოგიის, ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერების დახმარებით, ადამიანთა ერთ-ერთი უდიდესი ემოციის „სინანულის“ შესწავლას ემსახურება. პინკის თეზისია: ცნება „არ ვნანობ“ ნონსენსია და ჩვენ ის, როგორც „აუცილებელი ემოცია“ უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და მუშაობის გასაუმჯობესებლად უნდა გამოვიყენოთ.
James D. White – Anti-Racist Leadership: How to Transform Corporate Culture in a Race-Conscious World
უაიტი, რომელიც 2008-2016 წლებში Jamba Juice-ს ხელმძღვანელობდა, ამჟამად ცნობილ მკვლევარ ჯოან უილიამსთან ერთად, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის საკითხებზე მუშაობს. როგორც ნაწარმოების აღწერაშივე ვკითხულობთ, წიგნი არ არის აპოლიტიკური და აშკარად ანტირასისტულია. ეს წიგნი ადასტურებს, რომ კაპიტალიზმი სისტემური რასიზმის საფუძველზეა ნაშენები და ბიზნესლიდერებს ძალაუფლების სტრუქტურაში მათ მნიშვნელოვან პოზიციას ახსენებს.
Marcus Buckingham – Love + Work: How to Find What You Love, Love What You Do, and Do It for the Rest of Your Life
ბაკინგემი, ამჯერად ADP-ის კვლევით ინსტიტუტში ეხმარება ადამიანებს „აკეთონ ის, რაც უყვართ“. მისი სახელმძღვანელო ადამიანებს არა მხოლოდ საყვარელი საქმიანობის პოვნაში ეხმარება, არამედ ასევე ეხმარება, აირჩიონ როლები, სადაც ისინი წარმატებას მიაღწევენ, შეცვალონ არსებული სამუშაო და გააკეთონ სწორედ ის, რაც მათ ბრბოსაგან გამოარჩევს.
Roger Martin – A New Way to Think: Your Guide to Superior: Management Effectiveness
მარტინის მენეჯმენტის გზამკვლევი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესმიმოხილვის სტატიების კრებულის გარდა, ასევე მოიცავს მის მიერ აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი გუნდებისთვის მიწერილ შენიშვნებსა და მსოფლიოს გამორჩეული ლიდერების ჩანაწერებს. მარტინი, ტორონტოს უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანი, დასახელდა მსოფლიოში მენეჯმენტის ტოპ-მოაზროვნედ, რომელიც მუშაობდა Ford-ის, Lego-სა და Procter & Gamble-ს აღმასრულებელი დირექტორებისთვის.
Andy Dunn – Burn Rate: Launching a Startup and Losing My Mind
ახალი კომპანიის დაარსება მარტივი არასდროსაა, თუმცა ბიპოლარული აშლილობით ეს ბევრად რთულია. მამაკაცთა ტანსაცმლის სტარტაპ Bonobos-ს დამფუძნებელი ენდი დანი, რომლის კომპანიაც შემდგომში Walmart-მა $310 მილიონად შეიძინა, გვიყვება, თუ რა რთულია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთათავის სწრაფად მზარდი ბრენდის დაფუძნება. წიგნის აღწერაში დანის ბიპოლარული აშლილობა მოჩვენებადაა წარმოდგენილი, რომელიც მას მუდმივად დასდევდა. დანის მემუარები გვაწვდის ინფორმაციას იმ გამოწვევების შესახებ, რომელთაც მენტალური დაავადებების მქონე მეწარმეები აწყდებიან.
Sona Movsesian – The World’s Worst Assistant
ბიზნესის მოყვარულებთან შედარებით, კონან ო’ბრაიენის თაყვანისმცემლებისთვის ეს წიგნი რთულად ტიპურია კარიერისთვის. სახელმძღვანელო გვიყვება იმ ყველაფრის შესახებ, რაც არ უნდა გავაკეთოთ სამსახურში. წიგნი მოიცავს ყველაფრის კეთების ინსტრუქციას, დაწყებული ტელევიზორის ყურებით დამთავრებული სამუშაო მაგიდით, რაც ჩვენ სამსახურში „ხელშეუხებელს“ გაგვხდის და გვიყვება ო’ბრაიანთან მუშაობის 12-წლიან გამოცდილებასა და პირად ისტორიებზე.
Cassie Holmes – Happier Hour: How to Beat Distraction, Expand Your Time, and Focus on What matter Most
ჩვენ, ჩვენს ყველაზე მწირე რესურსად ფულს აღვიქვამთ, როცა ის სინამდვილეში დროა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ანდერსონის სახელობის მენეჯმენტის სკოლის მარკეტინგის მიმართულების პროფესორის, ჰოლმსის სახელმძღვანელო ეხება დროის უფრო ეფექტიან და აზრიან გამოყენებას. წიგნი, რომელიც ბედნიერების შესწავლას ეთმობა, გვაწვდის ინსტრუქციას, თუ როგორ ავირიდოთ ყურადღების გაფანტვა, სწორად დავგეგმოთ განრიგი და გავიაზროთ დროის ფასი.
დატოვე კომენტარი