კომპანიების დიდმა ნაწილმა ინდოეთში ინვესტირება დაიწყო. აპრილში Facebook-მა განაცხადა, რომ ის ინდოეთში $5.7 მილიარდის ინვესტირებას აპირებდა. მანამდე იანვარში კი Amazon-ში განაცხადეს, რომ $1 მილიარდის ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას აპირებდნენ ინდოეთში. ხოლო დღეს Google ამბობს, რომ ინდოეთში ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ეკოსისტემებში $10 მილიარდის ჩადებას გეგმავს.
ცხადია, მას შემდეგ რაც ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკა შენელდა, გიგანტი კომპანიები ინვესტიციების სხვაგან განხორციელებას ცდილობენ.
“როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ტექნოლოგიების თითოეული დეტალი ახალ შესაძლებლობას გვაძლევდა. რათა გვესწავლა ახალი და გავზრდილიყავით. თუმცა, ყოველთვის უნდა დავლოდებოდით რაღაც ახალს, რომ ჩვენამდე მოსულიყო. დღეს კი ინდოეთში ადამიანებს აღარ უწევთ ლოდინი როდის მივა ტექნოლოგია მათთან. ტექნოლოგიების მთლიანი ახალი თაობა თავად ინდოეთში ჩნდება ჯერ“, – განაცხადა Google-ის აღმასრულებელმა სანდარ პიჩაიმ.
აღსანიშნავია, რომ Google-ის $10 მილიარდი ინდოეთში ოთხი მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში, რათა დაეხმარონ ინდურ ბიზნესებს გაციფრულებაში. ასევე, ინფორმაციის ყველა ინდურ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში და ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნაში.
როგორც Forbes წერს, დედამიწაზე მოსახლეობის კუთხით ორი სუპერძალა არსებობს: ჩინეთი და ინდოეთი. ჩინეთში 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 18%-ია. ინდოეთში 1.36 მილიარდი ადამიანია და ეს რიცხვი მზარდია. ასევე, ინდოეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ღიაა. ჩინეთს კი არაერთხელ აუკრძალავს უცხოური კომპანიების ოპერირება ქვეყანაში. მაგალითად, Google-ს, Facebook-ს, Netflix-ს, Pinterest-ს დიდი ხანია ჩინეთში ბიზნესის კეთების უფლება არ აქვთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთი ღიაა ბიზნესისთვის, გარკვეული პირობებით. ქვეყანას სურს ინვესტიციების მიზიდვა, თუმცა, არა ტექნოლოგიური კოლონიზაცია.
ამიტომაც გადაწყვიტა Apple-მა ამ ქვეყანაში წარმოების დაწყება. აღსანიშნავია ისიც რომ თუ ადგილობრივად არ აწარმოებს კომპანია, მისი პროდუქციის იმპორტზე ინდოეთში საკმაოდ მაღალი ტარიფებია დაწესებული. იქიდან გამომდინარე რომ ინდოეთის მოსახლეობა დიდია, შესაბამისად მწარმოებლებს დიდი პერსპექტივაც ეშლებათ წინ. Google-მაც ამიტომაც გადაწყვიტა ამ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდა.
დატოვე კომენტარი