გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის აპრილის ნომერი.
ყდაზე: მეტი, ვიდრე გადახდა — დავით ზღუდაძე
Forbes Georgia საქართველოში Mastercard-ის მასშტაბური ტრანსფორმაციის პროცესით დაინტერესდა. პროცესს საქართველოსა და სომხეთში კომპანიის რეგიონალური დირექტორი დავით ზღუდაძე მართავს.
მოსაზრება და ფაქტები
➙ დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით მიმდინარე 10 უმსხვილესი პროექტი საქართველოში | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„2023 წელს საქართველოში დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და მათ მიერ დაარსებული საერთაშორისო ბანკების დაფინანსებით 14.1 მილიარდი ლარის პროექტები ხორციელდება. აქედან, 7.3 მილიარდი ლარი უკვე დაიხარჯა, 2 მილიარდ ლარამდე – 2023 წელს, ხოლო 4.8 მილიარდი ლარი 2024 -2026 წლებში უნდა დაიხარჯოს.“
➙ გარეგნულად პროდასავლური, შინაგანად – ანტიდასავლური| ავტორი: გიორგი ცხადაია
„„აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებით საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამ ნაბიჯით, ხელისუფლებამ გვაჩვენა, რომ მას აქვს იმის სურვილი, რომ უახლოეს მომავალში, უარი თქვას ფორმალურად დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ცალსახად შეუერთოს ქვეყანა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს.“
➙ რა არის ფრანკლინის კლუბი? | ავტორი: სანდრო თარხან-მოურავი
„არ გამიკვირდება, შემდეგ თუთიყუშებიან ვიდეოში, ბიძინა ივანიშვილის მხარზე მჯდომმა ყვითელმა ფრინველმაც ასწიოს ნისკარტი და იყვიროს: – ფრანკლინის კლუბი ტერორისტული ორგანიზაციაა!“
➙ ფასების კონტროლი ანუ პოლიტიკური პოპულიზმი | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„მთავრობა თუ დაპირებულ კანონს მიიღებს, შესაძლოა, ამას შედეგად მოჰყვეს რამდენიმე დასახელების კვების პროდუქტის გაიაფება და მთავრობა სპეკულირებას დაიწყებს, რომ ეს მისი მიღწევაა. ამ დროს, შესაძლოა, ეს პროდუქტები მაინც გაიაფებულიყო და ამის გარდა, სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერ დაინახავს იმ ფარულ „ფასს“, თუ რა დაგვიჯდა ამ პროდუქტების გაიაფება.“
➙ ცენტრალური ბანკები და მათი მნიშვნელობა დღეს | ავტორი: გიორგი ბაქრაძე
„დღეს, პრინციპში, მიღწეულია კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა არის ცენტრალური ბანკების ძირითადი ამოცანები – მონეტარული სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. პირველი მოიცავს ფულის გამოშვებასა და მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას, მეორე კი – საგადახდო სისტემის მართვას, საბანკო ზედამხედველობასა და უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორის როლს. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ გვჭირდება აუცილებლად ცენტრალიზაცია ამ ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად?“
➙ ინდოეთის მზარდი როლი გლობალურ ძალთა ბალანსში | ავტორი: ალექსი პეტრიაშვილი
„2000 წელს რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯში ჩემს ნატოელ კურსელებთან ერთად დავამუშავეთ თემა სახელწოდებით: „გახდება თუ არა ინდოეთი ზესახელმწიფო?!“ ჩვენი დასკვნა იყო, რომ ზესახელმწიფოდ აღიარებას გაცილებით ბევრი რამ სჭირდება, ვიდრე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი დემოკრატიის სტატუსი, მაგრამ რეგიონული მასშტაბის გავლენიან მოთამაშედ გარდაქმნის შესაძლებლობა მას ნამდვილად ჰქონდა.“
➙ უკრაინა: გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს | ავტორი: სტივ ფორბსი
„სამარცხვინო ყოყმანი უკრაინაში ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან, ხაზს უსვამდა გაურკვევლობასა და დაბნეულობას იმის თაობაზე, თუ რა დევს ფსონზე რუსეთთან ამ ომში.“
➙ ალცჰაიმერის სკანდალი | ავტორი: სტივ ფორბსი
„რატომ არ არსებობს ალცჰაიმერის წამალი – ან რატომ არ არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ დაავადების არსებითად შენელება ან მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება?“
ინტერვიუ და პროფილი
➙ მეტი, ვიდრე გადახდა — ინტერვიუ დავით ზღუდაძესთან | ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
Forbes Georgia საქართველოში Mastercard-ის მასშტაბური ტრანსფორმაციის პროცესით დაინტერესდა. პროცესს საქართველოსა და სომხეთში კომპანიის რეგიონალური დირექტორი დავით ზღუდაძე მართავს.
➙ ასორტიმენტის მართვა და განვითარება — ინტერვიუ ვახტანგ ცერცვაძესთან | ავტორი: ელენე ჩომახიძე
PSP, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ აფთიაქს ფლობს, ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს. გუნდის მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებაა. ფარმაკომპანიის ასორტიმენტის ზრდაზე 2018 წლიდან ვახტანგ ცერცვაძე ზრუნავს, რომელსაც PSP-ში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
➙ მათთან არს ბლოკჩეინი — ბლოკჩეინის TOP50 | ავტორები: ნინა ბამბიშევა და მაიკლ დელ კასტილო
კრიპტო კრიზისშია, მაგრამ მსოფლიოს მრავალი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი ჯერ კიდევ ფსონს დებს ამ ტექნოლოგიაზე, როგორც საუკეთესო საშუალებაზე მომხმარებლებთან და ერთმანეთთან ურთიერთობისას ნდობის გასამყარებლად.
➙ არასარისკო ბიზნესი — Ares Management | ავტორი: ჰენკ ტაკერი
მეგაგარიგებები და კერძო ინვესტიციების ტიტანები შესაძლოა ახალ ამბებში დომინირებენ, მაგრამ ARES MANAGEMENT-მა წყნარად დააგროვა $341 მილიარდის აქტივები სტაბილური ანაზღაურების შეთავაზებით, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება საფონდო ბაზარზე.
➙ სუფთა ენერგიის ველური თავგადასავალი – რობერტ უაილდერი | ავტორი: უილიამ ბოლდუინი
ორი ათწლეულის წინ, რობერტ უაილდერმა დატოვა კომფორტული სამსახური, სადაც ასწავლიდა გარემოსდაცვით მეცნიერებებს ეგზოტიკურ საწვავზე ფსონის დასადებად. მან შეიძლება გაგამდიდროთ – თუ თქვენ რისკთან გამკლავება შეგიძლიათ.
➙ აქციონერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! | ავტორი: ჰენკ ტაკერი
ინვესტორების უმეტესობა პასიური მაყურებელია საბჭოს სხდომების ბრძოლებში. TUMELO-ს სურს, საქმეში ჩართოს ისინი და ფონდების მენეჯერები იდეოლოგიურ კონფლიქტებს გამოარიდოს.
➙ ირაციონალური სიუხვე — Praetorian Capital | ავტორი: ჰენკ ტაკერი
ჰარის კუპერმანის PRAETORIAN CAPITAL-ი ეძებს ისტერიას ბაზრის ყველა კუთხეში, ბიტკოინიდან – ბუნებრივ გაზამდე.
ისტორია და პორტრეტები
➙ რიცხვების კაცი | ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
1925 წელს, საქართველოს გასაბჭოებიდან ოთხი წლის შემდეგ, როდესაც „კვაჭი კვაჭანტირაძის თავგადასავალი“ წიგნად დაიბეჭდა, მიხეილ ჯავახიშვილი ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ თითქმის საუკუნის შემდეგ რომანის ინგლისურენოვანი თარგმანი The Guardian-ის ზაფხულში საკითხავ საუკეთესო წიგნებს შორის მოხვდებოდა.
➙ TOP 15 ძველი საგაზეთო რეკლამა (1875-1880) | ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
ძველი ქართული საგაზეთო რეკლამა დიდი და ამოუწურავი თემაა. XIX საუკუნის ქართული გაზეთების ბოლო გვერდები სარეკლამო განცხადებებით იყო აჭრელებული – რეკლამებით, რომელთაგან გამორჩეულ და განსაკუთრებულ, ე.წ. TOP-განცხადებებს გაგაცნობთ.
დატოვე კომენტარი