Forbes Georgia | 2024 წლის მაისი ნომერი

Forbes Georgia | 2024 წლის მაისი ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის მაისის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

ტრანსფორმაციის ლიდერები

ხუთი წლის წინ ანა ნიკოლაძე და რატი მეხრიშვილილიბერთის“ კორპორაციულ საბანკო მიმართულებას გაუძღვნენ და დღეს მათი გუნდი უკვე 500 ბიზნესკლიენტის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელებს მართავს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

მოსაზრება და ფაქტები

დასავლეთის მიერ დაფინანსებული 10 უმსხვილესი მიმდინარე პროექტი

წარმოგიდგენთ დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებულ ყველაზე მსხვილ 10 პროექტს, რომლებზეც 2024-2027 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

უმსხვილესი ოფშორული კომპანიები საქართველოში

საქართველოში TOP-20 ოფშორულ ან ნაწილობრივ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული საწარმოების 2021-22 წლების საშუალო აქტივების მოცულობა ჯამში მ₾3.6 მილიარდს შეადგენს.

ძალაუფლების რუსული კანონი

„”რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების ფონზე, სახელისუფლებო პიარის მთავარი საზრუნავია, გააყალბოს მიმდინარე დაპირისპირების შინაარსი, ამომრჩევლისთვის ადვილად მისაყიდი მიმართულებით.“

ავტორი: სანდრო თარხან-მოურავი

„აგენტების კანონი“ რუსულ ინტერესს ემსახურება

„შეიძლება ითქვას, რომ ყირგიზეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოსა და სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები ერთი და იმავე იმპერიალისტური გეოპოლიტიკური ინტერესის სხვადასხვა გამოვლინებაა. ამ ყველაფერში რუსეთის აშკარა ინტერესის დანახვას ფანტაზიის გავარჯიშება არ სჭირდება.“

ავტორი: გიორგი ცხადაია

საქართველო გზაგასაყარზე: ხავერდი თუ ზუმფარა?

„ასეთ ვითარებაში საზოგადოება მეტად არასახარბიელო არჩევანის წინაშე დგება – გაწიოს ფიზიკური წინააღმდეგობა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ან შეეგუოს თავსმოხვეულ ძალადობრივ დღის წესრიგს, უფლებებისა და ღირსების აყრას. რა არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება ამ გზაგასაყარზე, მომდევნო თვეებში ვნახავთ.“

ავტორი: აკა ზარქუა

როგორ უნდა გახდეს ქართული სოფელი ევროპული?

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს მოწინავე ეკონომიკების ამავე სექტორებისგან სამი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს. პირველი ესაა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის დაბალი დონე, სამთავრობო დახმარების მაღალი მაჩვენებელი და დასაქმებაში მაღალი კონტრიბუცია. წარმატებული ქვეყნებისთვის კი დაბალი საბიუჯეტო დახმარება, მაღალი პროდუქტიულობა და დასაქმების დაბალი წილია დამახასიათებელი.“

ავტორი: ეგნატე შამუგია

რამდენი ფული შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში?

„შეუძლებელია, საქართველომ ეკონომიკური განვითარება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე შეძლოს. რაც მეტად დავშორდებით დასავლეთს, მით მეტად გაგვიჭირდება ეკონომიკის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება.“

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

$100-მილიარდიანთა კლუბი

სუპერმდიდრები უფრო მეტად მდიდრდებიან. პლანეტის მილიარდერების კომბინირებული წმინდა ღირებულება ცამდე გაიზარდა – 545%-ით – ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, $14.2 ტრილიონამდე – რაც მსოფლიო მშპ-ის 111%-იან ზრდას ოთხჯერ აღემატება.

ავტორი: ჩეიზ პეტერსონ-უითორნი

წლის ახალი მილიარდერები

დღეს მსოფლიოში უფრო მეტი მილიარდერია, ვიდრე ოდესმე: სულ 2,781 — 141-ით მეტი შარშანდელთან შედარებით და 2021 წელს დამყარებულ რეკორდთან შედარებით 26-ით მეტი.

სიმართლე ტრამპის ქონების შესახებ

ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივმა პრობლემებმა მის წმინდა ღირებულებას ნახევარი მილიარდი დოლარი ჩამოაჭრა. MEME-STOCK-ის ტრეიდერებმა ის შეიძლება მარტივად გამოისყიდონ.

ავტორები: დენიელ ალექსანდერი და ჩეიზ პეტერსონ-უიტორნი

ინტერვიუ და პროფილი

ტრანსფორმაციის ლიდერები

ლიბერთის“ კორპორაციულ მიმართულებას ანა ნიკოლაძე და რატი მეხრიშვილი ხელმძღვანელობენ. მათ მიერ ხუთი წლის წინ შექმნილი კორპორაციული საბანკო მიმართულება დღეს ოც პროფესიონალს აერთიანებს. გუნდის მართვის ქვეშ კი 500 ბიზნესკლიენტის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელია. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე კორპორაციული საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 40%-ზე მეტით, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 20%-ით.

ავტორი: იზა გვარამაძე

ქართული ბიზნესის დამხმარე ხელი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პროფესიული სერვისების მიმწოდებელი კომპანიის „გრანთ თორნთონის“ ისტორია სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისში იღებს. დღეს ორგანიზაცია 150 ქვეყანაში 73,000-მდე ადამიანს აერთიანებს, საქართველოს ბაზრისთვის კი საერთაშორისო გამოცდილება 2005 წლიდანაა ხელმისაწვდომი. „გრანთ თორნთონ საქართველოსა“ და მისი სერვისების შესახებ კომპანიის ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების (BPS) დეპარტამენტის დირექტორი, მაგდა ელისაშვილი გვესაუბრა.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

სიმარტივე, სტაბილურობა, განვითარება

30 წლის წინ დაფუძნებული „ბაზისბანკი“ დღეს ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. 3.5 მილიარდი ლარის აქტივებით, ბანკი სიდიდით მეოთხეა და უახლოეს მომავალში, სტაბილური განვითარების ტემპით, სამეულში ადგილის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. „ბაზისბანკის“ ისტორია და მისია მის გენერალურ დირექტორთან, დავით ცაავასთან შევაჯამეთ.

ავტორი: ანიტა მუსკარია

დასახლება თბილისის მწვანე გულში

წავკისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კერძო საცხოვრებელი უბანი TSAVKISI HILLS-ი შენდება. დასახლება, რომელიც თბილისის ცენტრიდან 10 წუთის გზაზეა, მთლიანობაში 4 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის კონცეფციაზე, უპირატესობებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე TSAVKISI HILLS-ის მფლობელი, მაგომედ მალსაგოვი გვესაუბრა.

ავტორი: იზა გვარამაძე

დუბაის ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის შტურმანი

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის CEO-მ, ისამ კაზიმმა FORBES GEORGIA-სთან ქალაქის, როგორც საერთაშორისო დანიშნულების პუნქტის სტრატეგიებსა და ინიციატივებზე ისაუბრა. იზამ კაზიმმა არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის ხედვა, მდგრადობისკენ გადადგმული ნაბიჯები, ინოვაციები და დუბაის საცხოვრებელ ჰაბად ქცევის სურვილი გაგვიზიარა.

ავტორი: დავით ცირამუა

ალტერნატიული სწავლების დაფინანსება | ავტორი: ემა უიტფორდი

სულ უფრო მეტი შტატი აძლევს ფულს მშობლებს, რომლებსაც ბავშვები საჯარო სკოლიდან გამოჰყავთ, და ასე იქმნება რეზერვი, რომელიც შეიძლება ონლაინსწავლებისა და მიკროსკოლების პროგრამებზე დაიხარჯოს.

მთელი რისკი, მთელი ჯილდო

ადრენალინის მოყვარულმა მილიარდერმა ლარი კონორმა ქონება ძვირად ღირებულ აპარტამენტებზე, უმცირეს ხარჯებზე კონცენტრაციით იშოვა. წლების განმავლობაში მის სტრატეგიას შედეგი მოჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა ბაზარი შეიცვალა, რამდენად მზადაა ის რისკზე წასვლისთვის?

ავტორი: ჯაკომო ტონინი

ძონძებით გამდიდრებული

ინვესტორებმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს ძვირად ღირებული ტანსაცმლის გადაყიდვის ფირმებზე. ნაკლებად სავარაუდო სტარტაპმა ლიეტუვიდან, სახელად VINTEDმა, საბოლოოდ გატეხა ამ საქმის კოდი.

ავტორი: იაინ მარტინი

ახალი საგოლე სტანდარტი

ხორხე მასი მოგებიანი ფსონის ლიონელ მესიზე დადებით რისკზე წავიდა და Inter Miami უმალ გადააქცია MLS-ის მეორე მილიარდდოლარიან ფრენჩაიზად. მაგრამ დრო იწურება.

ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი

საოჯახო ბიზნესების მაგნატი

მილიარდერმა ჯასტინ იშბიამ შექმნა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო ინვესტიციის ფირმა, ქვეყნის მასშტაბით მცირე ბიზნესზე ფოკუსირებით. მან იყიდა მთავარი ქუჩის 1000-ზე მეტი მაღაზია, გაამდიდრა თავისი ინვესტორები და ცენტიც კი არასდროს დაუკარგავს – მაგრამ მისი უმცროსი ძმა, მეთი, მასზე ჯერაც თითქმის ორჯერ მდიდარია.

ავტორები: მეტ დუროტი, ემი ფილდმანი

ისტორია

ჭადრაკის სვლები საქართველოში

„ჭადრაკის დაფა ბრძოლის ველია, რომელზეც, დადგენილი წესების ფარგლებში, ორი მოთამაშე ერთმანეთს გამარჯვებამდე ებრძვის. ეს უკვდავი თამაში, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს პოპულარობას და რომელსაც მრავალი საუკუნეა, მთელ მსოფლიოში თამაშობენ, მსოფლიო ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია. როდის შეიქმნა ეს უნივერსალური სამაგიდო თამაში, როგორ მოაღწია საქართველომდე და რა კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში?“

ავტორი: ნიკა ხოფერია

დატოვე კომენტარი

63 კომენტარი

  1. For en flott historie! Jeg er så glad for at du delte den. Dataene du ga var både praktiske og enkle å forstå. Din evne til å forenkle ellers vanskelige ideer er sterkt verdsatt. Enhver som er interessert i å lære mer om dette emnet vil dra stor nytte av å lese dette.

  2. For en flott historie! Jeg er så glad for at du delte den. Dataene du ga var både praktiske og enkle å forstå. Din evne til å forenkle ellers vanskelige ideer er sterkt verdsatt. Enhver som er interessert i å lære mer om dette emnet vil dra stor nytte av å lese dette.

  3. I loved as much as you will receive carried out right here The sketch is tasteful your authored subject matter stylish nonetheless you command get got an edginess over that you wish be delivering the following unwell unquestionably come further formerly again as exactly the same nearly very often inside case you shield this hike

  4. Hiya, I am really glad I have found this info. Today bloggers publish only about gossips and web and this is actually annoying. A good web site with exciting content, that is what I need. Thanks for keeping this web-site, I’ll be visiting it. Do you do newsletters? Cant find it.

  5. I in addition to my buddies were actually going through the nice secrets and techniques from the blog while unexpectedly came up with an awful suspicion I had not expressed respect to the blog owner for those strategies. Those people happened to be totally glad to study all of them and already have in reality been tapping into them. Thanks for really being so kind and also for selecting this kind of terrific themes millions of individuals are really needing to learn about. Our own sincere apologies for not saying thanks to sooner.

  6. Attractive section of content. I just stumbled upon your web site and in accession capital to assert that I acquire actually enjoyed account your blog posts. Any way I’ll be subscribing to your augment and even I achievement you access consistently fast.

  7. There are definitely quite a lot of details like that to take into consideration. That may be a nice point to carry up. I provide the thoughts above as common inspiration however clearly there are questions like the one you deliver up the place a very powerful thing will probably be working in sincere good faith. I don?t know if greatest practices have emerged around things like that, but I am sure that your job is clearly identified as a fair game. Both girls and boys feel the impression of only a moment’s pleasure, for the remainder of their lives.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *