Forbes Georgia | 2024 წლის მარტის ნომერი

Forbes Georgia | 2024 წლის მარტის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის მარტის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

პორტფელების მენეჯერი ფონდების ქვეყანაში

ბექა ფიფიას წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის სურვილმა საქართველოდან წასვლა უბიძგა. იგი ლუქსემბურგში €1.5 მილიარდამდე კაპიტალიზაციის მქონე Threestones-ის პორტფელებს ხელმძღვანელობს.

მოსაზრება და ფაქტები

რაში ხარჯავენ ფულს საქართველოს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალიტეტები?

2024 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობები ჯამში 28.6 მლრდ ლარს დახარჯავენ. ქვეყნის ტერიტორიული დეცენტრალიზაციის დაბალი დონიდან გამომდინარე, 28.6 მლრდ ლარიდან 24.5 მლრდ ლარს ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო 4.1 მლრდ-ს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა (მუნიციპალიტეტი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დახარჯავენ.

რატომ არის სესხზე მაღალი პროცენტი საქართველოში? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

სეს­ხის სარ­გებ­ლის გა­ნაკ­ვე­თი, იგი­ვე სესხის პროცენტი, ნებისმიერ ქვეყანაში აქტუალური საკითხია, რადგან პირველ რიგში, სწორედ ის განსაზღვრავს სესხზე ხელმისაწვდომობას. სესხზე ხელმისაწვდომობა კი ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის როგორც სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად, ასევე ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად.

საქართველო და რეგიონი: სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა

რეგიონის ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობაში შრომის დაბალი პროდუქტიულობით საქართველო გამოირჩევა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მათ შორის ბოლო ადგილის იკავებს.

ჩინურ-ქართული ფლირტი | ავტორი: ეგნატე შამუგია

სი­ნო-­ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო მჭიდრო ხდება და ეკონომიკურ ფარგლებს სცდება, თუმცა ეკონომიკური ურთიერთობის მასშტაბი არაერთგვაროვნად იცვლება. ამგვარ ურთიერთობებს შორის ძირითადი – საერთაშორისო ვაჭრობაა, რაც მოიცავს როგორც ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების პირდაპირ გაცვლას, ასევე საქართველოს სატრანსპორტო როლს ჩინური და ევროპული ბაზრების დაკავშირებაში.

რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში? | ავტორი: აკა ზარქუა

„რუსეთის ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა სანქციების წინაშე, თუმცა დღევანდელი წარმატებები მომავლის გაუარესების ხარჯზე მიიღწევა.“

კარლსონის ინტერვიუ პუტინთან: როგორია პროპაგანდის გენერალური ხაზი? | ავტორი: გიორგი ცხადაია

„ფოქს ნი­უ­სის“ ყო­ფი­ლი წამ­ყ­ვა­ნი ტა­კერ კარ­ლ­სო­ნი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. ეს ინტერვიუ კრემლში, დაახლოებით სამი კვირის წინ შედგა და მასში რუსული პროპაგანდის ყველა ძირითადი მოტივი ერთად არის თავმოყრილი.

შერეული ბრძოლა მომავლისთვის | ავტორი: გიორგი უგულავა

„ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე არა მხოლოდ UFC-ს ვარსკვლავები არიან, არამედ თავიანთი სტილით, მენტალიტეტით, ხასიათით ძალიან ქართულ, ჩვენი მენტალობისა თუ ხასიათისთვის მარტივად აღსაქმელ, შინაურ, ძვირფას ხალხად რჩებიან. სახალხო ვარსკვლავები, იოლად გასაყოლი მაგალითები არიან.“

მწვანე ენერგეტიკის მართვა საქართველოში | ავტორი: დავით ნარმანია

„ევროინტეგრაციის ამოცანების შესრულება ენერგეტიკის სექტორში და მწვანე შეთანხმების სამიზნე ინდიკატორების მიღწევა, მწვანე ენერგიის ხელშეწყობა და მეტი გენერაციის ასეთი ობიექტების შექმნა საბოლოო ჯამში ენერგეტიკისა და ეკოლოგიის ბალანსს უზრუნველყოფს. ეს კი უკეთეს ენერგოუსაფრთხოებას მოგვცემს, უკეთ იქნება უზრუნველყოფილი ადგილობრივი ენერგომოთხოვნა და გაჩნდება მეტი საექსპორტო ენერგიაც, რაც უცხოური ვალუტის ნაკადების შემოდინებას განაპირობებს.“

Forbes-ის სამყარო

მთელ პლანეტაზე, ჩვენი 45 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტს, 27 ენასა და 14 დროის სარტყელს მოიცავს. ყველა მათგანს ერთი მისია აქვს: ანტრეპრენიორული კაპიტალიზმის მხარდაჭერა მისი ყველა ფორმით.

ინტერვიუ და პროფილი

პორტფელების მენეჯერი ფონდების ქვეყანაში | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ბექა ფიფიას მიზნების დამოუკიდებლად მიღწევის სურვილმა საქართველოდან წასვლა უბიძგა და ფრანგულ-ამერიკული განათლების მიღების შემდეგ კარიერა ლუქსემბურგში გააგრძელა. ახლა იგი 1.5 მილიარდამდე ევროს კაპიტალიზაციის მქონე THREESTONES-ის პორტფელებს ხელმძღვანელობს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

მზარდი სექტორის მზარდი ალფა | ავტორი: იზა გვარამაძე

„სადაზღვევო კომპანია ალფა“ 2009 წელს დაარსდა და დაზღვევის ინდუსტრიაში, რომლის ჯამურმა შემოსავალმა შარშან ეროვნული რეკორდი მოხსნა და ₾1 მილიარდს გადააჭარბა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, დიმიტრი გონგლაძეს ვესაუბრეთ.

ლოგისტიკის გიგანტის ექსპანსია საქართველოში | ავტორი: იზა გვარამაძე

2022 წელს საქართველოში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლოგისტიკური კომპანიის, GIRTEKA LOGISTICS-ის ბიზნესსერვისების ოფისი გაიხსნა. GIRTEKA BUSINESS SERVICES-მა გუნდის შეკრება IT-ისა და HR-მიმართულებით გამოცხადებული თითო-თითო ვაკანსიით დაიწყო, ამჟამად კი 150 სპეციალისტს აერთიანებს, თუმცა გაფართოების კუთხით სამომავლოდ უფრო დიდი ამბიციები აქვს. კომპანიის პირველ ნაბიჯებსა და ზრდის გეგმებზე GBS-ის გენერალური დირექტორი, თამარ სეთური გვესაუბრა.

როცა დრო უდრის სიცოცხლეს | ავტორი: ნინო კანდელაკი

BMC-ის დამფუძნებემა და დირექტორმა ეკა ზოიძემ ძველი ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო მრავალპროფილურ, თანამედროვე სამედიცინო ცენტრად აქცია. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მას ბიზნესის გამოწვევების გარდა პაციენტებთან დაკავშირებულ სტიგმებთან ბრძოლაც მოუწია. წინ ახალი მიმართულებებია – არა მხოლოდ სამედიცინო სფეროში.

ზამთრის სპორტის მხარდამჭერი | ავტორი: იზა გვარამაძე

„სილქნეტი“ ზამთრის სპორტის მხარდაჭერაში დაფუძნების დღიდან აქტიურად ჩაერთო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. „სილქნეტის“ უწყვეტი პარტნიორობითა და მხარდაჭერით, 2023 წელს ბაკურიანში საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. მიმდინარე სეზონზე კი ზამთრის სპორტში მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანთან ერთად გუდაურშიც გაიმართა.

ყვავილის ძალა | ავტორი: კრის ჰელმანი

უდაბნოს პატარა მცენარე და გარემოსდამცველი მისი მხარდამჭერები დაემუქრნენ ნევადის ლითიუმის მოპოვების საწარმოს, რომელიც მზად იყო მოეწოდებინა 50 მილიონი ელექტრომობილის საკმარი ეს კრიტიკული მინერალი. ბოლოს, მისმა დამფუძნებლებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანეთა ბანდის დამარცხების საუკეთესო გზა მათთან შეერთება იყო.

რობო რივეტერის აღზევება | ავტორი: ჯონ ჰაიატი

ჯონ ფიშმა ახალი ინგლისის უმსხვილესი სამშენებლო ფირმა SUFFOLK-ი მუშახელის ზურგით ააგო. ახლა, როდესაც ის მუშახელის დაუსრულებელ დეფიციტს ებრძვის, მილიარდერი დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ მომავალი სავსეა ჩაფხუტიანი რობოტებითა და ხელოვნური ინტელექტის მუშაკებით.

ზრდაზე დამშეულები | ავტორი: ჯერემი ბოგაისკი

რესტორნების მიწოდების ბიზნესში Amazon-ის მეთოდის გამოყენებით, ოჯახის საკუთრებაში არსებულმა CLARK ASSOCIATES-მა, პენსილვანიის ამანიტების მხარეში სწრაფად დაიპყრო $18 მილიარდის ინდუსტრიის დაახლოებით მეხუთედი. ახლა, როგორც მანამდე ჯეფ ბეზოსს, მას უფრო დიდი ულუფა უნდა.

სამყარო საკმარისი არ არის | ავტორები: სერგეი კლებნიკოვი, მეტ შიფრინი

$1 ტრილიონის აქტივებითა და შეუდარებელი ანაზღაურებით, BLACKSTONE-მა უოლ-სტრიტი დაიპყრო. მაგრამ, მის 77 წლის დამფუძნებელ სტივ შვარცმანს ეს არ ჰყოფნის. მას სურს ტოტალური ბატონობა საზღვარგარეთაც – და ფირმის გვირგვინის პრინცმა, ჯონათან გრეიმ, შექმნა გენიალური იარაღი, რომელიც მიზნას ისახავს $80 ტრილიონის გლობალურ აქტივებს.

დაზღვევის ჰაკერები | ავტორი: ჯეფ კოფლინი

უსაფრთხოებისა და ჯაშუშური სააგენტოების ვეტერანების დაარსებული Coalition-ი და AtBay, თავიანთ ტექნოლოგიურ გამოცდილებას $11 მილიარდად შეფასებული კიბერდაზღვევის ინდუსტრიაში შესაღწევად და მის გარდასაქმნელად იყენებენ. შეუძლიათ თუ არა ამ მეტიჩრებს დაუდევარი მომხმარებლების – საკუთარი თავის – დიდი საფრთხისგან დაცვა?

ისტორია

ევროპული ჰერალდიკა და საქართველო | ავტორი: ნიკა ხოფერია

მსოფლიო კულტურაში დროშასა და გერბს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჰერალდიკური ორგანიზაციები დღემდე მუშაობენ ქვეყნების, ქალაქების, საგვარეულოების, რელიგიური თუ საერო ორგანიზაციების სიმბოლიკაზე. ჰერალდიკის სამშობლო ევროპაა, რომლის ძველი ჰერალდიკური ტრადიციები შუა საუკუნეებიდან ვითარდებოდა. შუა საუკუნეების ევროპული რუკები ევროპული ცივილიზაციის სივრცეს საზღვრავდნენ საქართველოთი, რომლის ქრისტიანული სიმბოლიკა ქართული ჰერალდიკის განვითარების საფუძვლად იქცა.

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *