Forbes Georgia | 2024 წლის თებერვლის ნომერი

Forbes Georgia | 2024 წლის თებერვლის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის თებერვლის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

ქართული ბიზნესის მავერიკი

ნავთობბიზნესში გამოწვევებით სავსე და წარმატებული სამი ათწლეულის შემდეგ ზაალ იაკობიძე ქალაქ ქუთაისში $100-მილიონიანი ინვესტიციისთვის ემზადება.

ავტობიზნესის ქართული ძრავა

ირაკლი გურჩიანმა Toyota-ს საქართველოთი დაინტერესება ოთხმოცდაათიანების ქაოსში მოახერხა. დაარსებიდან 27 წლის შემდეგ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიაა.

მოსაზრება და ფაქტები

მტაცებლების წინააღმდეგ | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი, მთავარი რედაქტორი

„საქართველოს ბევრი პარადოქსი ახასიათებს. ერთ-ერთი, ჩემთვის ამოუხსნელი, სოციალურ თემატიკაზე პროტესტის ნაკლებობაა, როცა მთელი დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე არც უმუშევრობის, არც სიღარიბის მაჩვენებლებში 15%-ზე უკეთესი შედეგი არ დაგვიდია“

საქართველო და რეგიონი: კვლევა და განვითარება

„ბევ­რი ქვე­ყა­ნა კერ­ძო სექ­ტორ­ში კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, იყე­ნებს ფისკალურ ინსტრუმენტებს. მაგალითად, ხშირად გამოყენებული მექანიზმებია საგადასახადო შეღავათები. ამგვარი შეღავათების ეკონომიკური გამართლება კერძო სექტორში კვლევისა და განვითარების სუბსიდირებას ეფუძნება, რადგან მიჩნეულია, რომ კვლევისა და განვითარებისგან მიღებული სოციალური სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე კერძო მოგება.“

TOP-10 ეკონომიკურ თავისუფლებაში — ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებაზე დაკვირვება საინტერესოა, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მაჩვენებელია. ამერიკული ორგანიზაცია – „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ ერთ-ერთი კვლევითი ცენტრია, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენს.“

საქართველო და ევროკავშირი: რას უნდა ველოდოთ? | ავტორი: გიორგი ცხადაია

„დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ საქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დიდა­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ამის პარალელურად, უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ სტატიაში ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც, ამ მოვლენების ფონზე, ბევრ ქართველს აინტერესებს: რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში მიღების საკითხს განსაზღვრავს? რა შანსები გვაქვს იმის, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდეს? ასევე, რით აიხსნება საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით (რომლებმაც სტატუსი ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს)?“

ეროვნულ ბანკს დამოკიდებულების პრობლემა აქვს | ავტორი: ეგნატე შამუგია

„გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს სა­ქარ­თ­ველომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კანდი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, რასაც წინ უძღოდა ევროპული კომისიის შეფასება და მომდევნო ეტაპამდე შესასრულებელი რეკომენდაციები. ასეთ რეკომენდაციებს შორის მონეტარული ხელისუფლების საკითხიც მოხვდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. კომისია მიუთითებს, რომ „სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს მომდევნო მმართველის მოწესრიგებული დანიშვნა“. თუმცა ევროპული კომისია ცდება, რადგან არარსებულის შენარჩუნება შეუძლებელია.“

საქართველომ 2023 წლის საგარეო ვაჭრობა რეკორდული დეფიციტით დაასრულა | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„2023 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო ვაჭრო­­­­­­­ბის დეფიციტმა, ანუ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 9.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ყველაზე მაღალი დეფიციტი 2022 წელს გვქონდა – 8 მილიარდი დოლარი. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით დეფიციტი დაახლოე­­­­­­­ბით 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.“

Forbes-ის სამყარო

მთელ პლანეტაზე, ჩვენი 45 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტს, 27 ენასა და 14 დროის სარტყელს მოიცავს. ყველა მათგანს ერთი მისია აქვს: ანტრეპრენიორული კაპიტალიზმის მხარდაჭერა მისი ყველა ფორმით.

ინტერვიუ და პროფილი

ქართული ბიზნესის მავერიკი | ავტორი: ანდრია დიდიშვილი

ნავთობბიზნესის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე დღეს მრავალმილიონიან ბიზნესპორტფელში სხვადასხვა სექტორის კომპანიებს აერთიანებს. ამბიციური გეგმით, რომელიც ქალაქ ქუთაისში $100 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს, ბიზნესს მამასთან ერთად ანა ამარია იაკობიძეც უძღვება.

ავტობიზნესის ქართული ძრავა | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა იაპონური საავტომობილო გიგანტის, Toyota-ს ქართული ბაზრით დაინტერესება ბნელ 1990-იან წლებში შეძლო და კავკასიაში კომპანიის პირველი ცენტრის გახსნაც მოახერხა. დაარსებიდან 27 წლის შემდეგ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ შემოსავლების მიხედვით Forbes-ის 100 უმსხვილესი ქართული კომპანიის სიაშია. ირაკლი გურჩიანი Forbes Georgia-ს Toyota-ს მიერ საქართველოში განვლილი გზის შესახებ ესაუბრა.

ახალი იდენტობა ახალი მომხმარებლისთვის | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

„ლიბერთის“, რომლის მრავალ ფილიალს, ბანკომატსა და თუ ბარათს ყოველდღიურად 1.7 მილიონამდე მომხმარებელი იყენებს, უნივერსალურ ბანკად გარდაქმნისა და იდენტობის ცვლილების პროცესში ახალი მიზნები აქვს. ერთ თვეზე მეტია, ქვეყნის მესამე უმსხვილესმა ბანკმა წამოიწყო კამპანია „ჩვენიანი“, რომლის ადრესატები მომხმარებლები და თანამშრომლები არიან. „ლიბერთის“ რეპოზიციონირებაზე ორგანიზაციის მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ მეგრელიშვილი გვესაუბრა.

წარმატებული ბიზნესისა და ქველმოქმედების მემკვიდრეობა | ავტორი: ანდრია დიდიშვილი

„ლუტეცია ჯგუფის“ ისტორია საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში იწყება. ვახტანგ ფხაკაძის მიერ წამოწყებული ბიზნესი დღეს ქვეყანაში წამყვანი ბრენდია. მამის ბიზნესის წარმატებაზე, მისი სახელობის ფონდის საქმიანობასა და ახალი კოსმეტიკური ბრენდის მომავალზე Forbes Georgia-ს ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია ესაუბრა.

დაცვიდან – გენერალურ მენეჯერობამდე | ავტორი: იზა გვარამაძე

ლადო მიქელაძე სტუმარმასპინძლობის სექტორში 2017 წლიდან ჩაერთო. სასტუმროში დაცვის თანამშრომლის პოზიციით დაწყებულ სამსახურში მიზნად დაისახა, ახალ პროფესიას დაუფლებოდა და კარიერის უმაღლესი საფეხურისთვის მიეღწია. ამჟამად ის Litz Resort-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებს და საკუთარ კარიერულ თავგადასავალს გვიზიარებს.

ისტორია

ომები და სიმრავლის ილუზია | ავტორი: ნიკა ხოფერია

„არმიების რიცხოვნობის დადგენა სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა. რიცხვები ხშირად გადამწყვეტია ძალთა ბალანსში. ხშირად იმარჯვებს ის მხარე, რომელსაც უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს, თუ რიცხობრივ სხვაობას სხვა ფაქტორები არ აბათილებს. მაგრამ როგორ ხდება ამ ურთულესი საკითხის შესწავლა და რეალობასთან მიახლოება?“

დატოვე კომენტარი

15 კომენტარი

  1. I want to convey my gratitude for your kindness for persons who need assistance with your subject matter. Your real dedication to passing the solution around came to be surprisingly valuable and has specifically permitted employees much like me to arrive at their desired goals. Your personal warm and helpful useful information means a great deal to me and somewhat more to my office colleagues. Thanks a lot; from each one of us.

  2. What i do not understood is in reality how you’re not really a lot more smartly-appreciated than you may be now. You’re very intelligent. You realize therefore considerably in the case of this topic, made me individually believe it from so many numerous angles. Its like women and men don’t seem to be involved until it¦s something to do with Girl gaga! Your individual stuffs excellent. All the time take care of it up!

  3. Excellent items from you, man. I have be aware your stuff prior to and you’re simply too wonderful. I actually like what you have obtained here, certainly like what you are stating and the best way by which you are saying it. You make it enjoyable and you still take care of to keep it wise. I can not wait to read much more from you. That is really a tremendous website.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *