მომავალი ახალგაზრდების ხელშია – მათ აქვთ ამბიცია, შექმნან რაღაც ახალი და ამის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს Forbes 30 Under 30.
პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.
Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.
7 თებერვალს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გამართულ ღონისძიებაზე, Forbes Georgia-ის 2019 წლის 30 Under 30-ის სიის წარდგენა მოხდა. ასევე დაანონსდა ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სამიტის ჩატარება.
ახალგაზრდა ლიდერთა 2019 წლის სიაში მოსახვედრად 200-მდე განაცხადი შემოვიდა, ჟიურიმ მათგან 76 შეარჩია. გამარჯვებულუბი 10 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
- ხელოვნება, კულტურა და სტილი
- ტექნოლოგიები
- ფინანსები
- გართობა
- წარმოება და ინდუსტრია
- მედია და მარკეტინგი
- ვაჭრობა და ელ-კომერცია
- მეცნიერება და მედიცინა
- სპორტი
- მეწარმეები
გამარჯვებულების და ჟიურის წევრების სრული სიის გასაცნობად, ეწვიეთ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს: https://30under30.forbes.ge/
დატოვე კომენტარი