Forbes Georgia: 30 Under 30 - სტილი

Forbes Georgia: 30 Under 30 - სტილი

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულებს მოდის და დიზაინის (სტილი) სფეროში:

ანუკი არეშიძე, 29
დიზაინერი.

ნინი გოგიჩაიშვილი, 25
მოდელი.

გოლა დამიანი, 26
დიზაინერი.

ნუკა ჭაბუკიანი, 29
Matériel, საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი.

გიორგი ქებურია, 27
დიზაინერი.

ირაკლი რუსაძე, 27
დიზაინერი.

თაკო ნაცვლიშვილი, 19
მოდელი.

ალექსანდრა პაიჭაძე, 27
მოდელი.

მარიშა ურუშაძე, 23
მოდელი.

ანი ჩიხლაძე, 25
მოდელი.

———-

ჟიური

სოფო ჭყონია – BE NEXT-ისა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი.

ჯიჯი რეჯინი – Benext Fashion Design Contest-ისა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს არტდირექტორი.

———-

ფოკუსში: გიორგი ქებურია, 27. დიზაინერი.

გიორგი ქებურიას დიზაინს ელეგანტურობისა და ექსცენტრიულობის ჰარმონიული შერწყმა ახასიათებს. ორიგინალურობით გაჯერებული თვითნასწავლი დიზაინერის ბრენდი 2010 წელს დაარსდა და მოდის ინდუსტრიაში ახალი მასკულინური და ფემინური ესთეტიკა შექმნა, რამაცმოდა და სილამაზე სრულიად ახალ, უჩვეულო საფეხურზე აიყვანა.

ელეგანტურობითა და კლასიკურობით გაჯერებული კოლექცია Be Next 2012-ის გამარჯვებული და Muuse x Vogue Talents Vision Award-ის მაყურებლის რჩეული გახდა. გიორგი ქებურიას მიღებული აქვს “Best Newcomer”-ის ჯილდო Tbilisi Fashion Week-ზე. 2013 წელს იგი Materiel-ის მოდის სახლში მუშაობდა. 2015 წლიდან კი საკუთარი ბრენდის განვითარებაზე მოახდინა კონცენტრირება. მის შესახებ წერს ჟურნალი Vogue და მისი კლიენტები არიან ლედი გაგა, რიანა, დები კარდაშიანები და სხვანი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *