მაშინ როდესაც პანდემიის გამო გლობალური ტურიზმის ინდუსტრია კრიზისშია, არაერთი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების ბუმისთვის ემზადება მას შემდეგ რაც საზღვრებს გახსნიან. ცალკეული ქვეყნებისთვის ეს შესაძლოა, პირველი შესაძლებლობა იყოს თავის რეგიონში ტურიზმის სექტორში წამყვანი ადგილი დაიკავოს. ამის შესახებ Forbes-ი წერს და თან ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსაც ასახელებს.
“საქართველო ცნობილია კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე იდეალურ მიმართულებად. მოგზაურობა უნდა დაიწყოთ ქვეყნის დედაქალაქ თბილისიდან, რომელიც მომხიბვლელი ქალაქია და სადაც რიყის ქვით ნაშენებ ძველ უბანს იხილავთ, რომელიც სავსეა უძველესი ტაძრებით და რესტორნებით მდინარე მტკვრის ნაპირზე. მაშინ როდესაც საქართველოს ურბანული ნაწილი წარმტაცია, არ უნდა გამოგრჩეთ ქვეყნის ბუნებრივი სილამაზეების ნახვა – მინდვრები და იდეალური მცირე ზომის ქალაქები დასავლეთში აუცილებლად სანახავია. არ დაგავიწყდეთ თქვენი წილი ღვინის მიღებაც. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვინის ქვეყანაა დედამიწაზე“, – წერს Forbes-ი საქართველოზე.
დანარჩენ 6 ქვეყანას რაც შეეხება ამერიკული გამოცემა, საქართველოსთან ერთად ასახელებს ირანს, მიანმარს, ეთიოპიას, ფილიპინებს, სლოვენიას და ტუნისს.
დატოვე კომენტარი