რეიტინგის პირველ ადგილზე Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენია. 57 წლის ლარსენი დაახლოებით $7,5-8 მილიარდის კრიპტოვალუტას ფლობს.
მეორე ადგილს Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯოზეფ ლავინი იკავებს, რომელიც $1-დან 5 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს.
მესამე ადგილზეა კრიპტავალუტის ბირჟის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაო, რომლის ქონება $1,1 -2 მილიარდს შეადგენს.
მეოთხე ადგილზე ძმები უინკლევოსები არიან. მათ მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტების ღირებულება $900 მილიონიდან $1,1 მილიარდამდეა შეფასებული. კრიპტოვალუტის ბაზარზე უინკლვოსები მოწინავე მოთამაშეებად განიხილებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ 2013 წელს ბიტკოინში 11 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს 1 ბიტკოინი მხოლოდ 120 აშშ დოლარამდე ღირდა.
ხუთეულში მოხვდა მეთიუ მელონი. მისი ქონებაც $900 მილიონიდან $1,1 მილიარდამდეა შეფასებული.
დატოვე კომენტარი