ამერიკულმა Forbes-მა ჟურნალის საერთაშორისო გამოცემებიდან სამეწარმეო კაპიტალიზმის ისტორიები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით, Forbes-ის 44 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტსა და 15 დროით სარტყელს მოიცავს და 26 ენაზეა წარმოდგენილი.
Forbes-ის საერთაშორისო გამოცემების სამეწარმეო ისტორიების ჩამონათვალში საქართველოდან „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძე მოხვდა. მან „ნოვა“ ოთხ მეგობართან ერთად 2006 წელს დააარსა. გასულ წელს კომპანიამ გაყიდვებიდან $60 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. „ნოვა“, სადაც ამჟამად 900 ადამიანია დასაქმებული, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებასა და საცალო გაყიდვებს აერთიანებს.
Forbes-ის ამერიკულ გამოცემაში მოხვედრას „ნოვა“ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. „ნოვას გუნდი ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად აბულაძის შესახებ Forbes-ის ამერიკული გამოცემა წერს. ჩვენ ერთად ვქმნით ქართულს“, – წერს კომპანია სოციალურ ქსელში.
„ნოვა“ სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორი და მწარმოებელია. 2011 წელს კომპანიამ, იმპორტთან ერთად, საკუთარი ძირითადი სარეალიზაციო საქონლის წარმოება დაიწყო. „ნოვა“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI და SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM-ი, RIGIPS-ი; ასევე INGCO; და BIEN-ი.
დატოვე კომენტარი