Forbes Georgia იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია მედიაბაზრისთვის ახალი თაობის ავტორების მომზადება.
ჩვენ, როგორც მკითხველები, მივეჩვიეთ დღის წესრიგს, სადაც აქ და ამჟამად ამბების გაშუქება ხდება წამყვანი მაშინ, როდესაც მსოფლიო სავსეა მოვლენებით, რაც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. ასეთი გაუცნობიერებლობის გამო კი, შეიძლება, განვითარების ბევრმა შესაძლებლობამ უბრალოდ გვერდით ჩაგვიაროს. მივეჩვიეთ იმასაც, რომ ხარისხიანი საავტორო კონტენტი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ავტორებისგან, ჩვენს მედიარეალობაში დეფიციტურია.
Forbes Georgia ამ პროექტით ცდილობს, ამ ორივე გამოწვევას ციფრული ეპოქის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტის – ვებგვერდის გაძლიერებით უპასუხოს.
ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა უპირატესობას მიანიჭებს ახალგაზრდებს – ახალი ენერგიით, თანამედროვეობასთან შესაბამისობის მაღალი მოთხოვნილებით, ყველაზე 21-ე საუკუნის მოვლენების თუ ლიდერების მკვეთრი და ზოგჯერ, ახალგაზრდული უკომპრომისობისთვის დამახასიათებელი, რადიკალური შეხედულებებით თუ შეფასებებით.
Forbes Georgia-ს ვებგვერდის საშუალებით, თქვენ შეძლებთ, რეგულარულად ჩაერთოთ დისკუსიებში, სადაც თქვენი ოპონენტი ყოველთვის პირადად კონკრეტული საავტორო სვეტის ავტორი იქნება.
გვიკითხეთ, გვეკამათეთ, დაგვეხმარეთ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. ერთად მივაღწიოთ ახალი თაობის ავტორების წარმატებას!
დატოვე კომენტარი