Forbes–ი მსოფლიოს უსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგს – Global2000 აქვეყნებს. რეიტინგში მსოფლიოს 58 ქვეყნიდან 2 000 კომპანიაა შეყვანილი, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა $35.3 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგის 40%-ზე მეტს ამერიკული და ჩინური კომპანიები იკავებენ.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:
1. ICBC – ჩინური კომპანიის საბაზრო ღირებულება Forbes ვერსიით $229,8 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $42 მილიარდს.
2. China Construction Bank – ჩინური ბანკის საბაზრო ღირებულება $200,5 მილიარდია, მოგება – $35 მილიარდი.
3. Berkshire Hathaway – უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანიის საბაზრო ღირებულება $409,9 მილიარდია, მისი მოგება კი გასულულ წელს $24,1 მილიარდი იყო.
4. JP Morgan Chase – ამერიკული საბანკო ინსტიტუტის საბაზრო ღირებულება $306,6 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $24,2 მილიარდს.
5. Wells Fargo – ამერიკული ბანკის საბაზრო ღირებულება Forbes-ს $274.4 მილიარდად აქვს შეფასებული, მოგება კი $21 მილიარდ დოლარად.
6. Agricultural Bank of China – ჩინური ბანკის საბაზრო ღირებულება $149.2 მილიარდი, მოგება კი $27,8 მილიარდი.
7. Bank of America – ბანკის საბაზრო ღირებულება $231,9 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $16,6 მილიარდს.
8. Bank of China – საბაზრო ღირებულება $141,3 მილიარდი, მოგება – $24,9 მილიარდი.
9. Apple – ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება $752 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $45,2 მილიარდს.
10. Toyota Morot – კომპანიის საბაზრო ღირებულება $171,9 მილიარდია, ხოლო მოგება $17,1 მილიარდი.
Global 2000-ის რეიტინგში შემდეგი რუსული კომპანიები მოხვდა: Gazprom (#40), Sberbank (56), Rosneft (#82), Lukoil (#129), VTB Bank (#397), Transnef (#658), tatneft (#672), Magnit (#813), UC Rusal (#962), Serverstal (#1021). რუსეთის უმსხვილესმა კომპანიამ Gazprom წინა წელთან შედარებით პოზიცია 13 ადგილით გაიუმჯობესა, რისი მიზეზიც კომპანის მოგების $4,9 მილიარდამდე ზრდა გახდა. ჯამში რეიტინგში 27 რუსული კომპანია მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში პირველი ორი ადგილი ჩინეთს უკავია, ქვეყნის პოზიციები ჯამში გაუარესებულია: 2016 წელს რეიტინგის პირველ სამეულს, 2015 წელს კი პირველ ოთხეულს ჩინური კომპანიები იკავებდნენ.
დატოვე კომენტარი