Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი Modern Family-ს ვარსკვლავმა სოფია ვერგარამ დაიკავა. ვერგარა America’s Got Talent-ის ჟიურის წევრიცაა, მან ბოლო 12 თვეში $43 მილიონი გამოიმუშავა ხელფასებისა და ჰონორარების სახით. გასულ წელს, ვერგარა მეორე ადგილს იკავებდა რეიტინგში.
48 წლის წარმოშობით კოლუმბიელმა მსახიობმა Modern Family-ს ბოლო სეზონის ბოლო ეპიზოდისთვის $500,000 გამოიმუშავა. Forbes-ის ინფორმაციით, ვერგარა თითოეულ სეზონზე მინიმუმ $10 მილიონს გამოიმუშავებდა.
მეორე ადგილი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის ოსკაროსანმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ დაიკავა. მან 12 თვის განმავლობაში $35 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. თუმცა, მსახიობის შემოსავლების დიდი ნაწილი სატელევიზიო და სტრიმინგ-სერვისებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე მოდის.
ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი შემდეგია:
- სოფია ვერგარა – $43 მილიონი
- ანჯელინა ჯოლი – $35.5 მილიონი
- გალ გადოტი – $31.5 მილიონი
- მელისა მაკარტნი – $25 მილიონი
- მერილ სტრიპი – $24 მილიონი
- ემილი ბლანტი – $22.5 მილიონი
- ნიკოლ კიდმანი – $22 მილიონი
- ელენ პომპეო – $19 მილიონი
- ელიზაბეტ მოსი – $16 მილიონი
- ვიოლა დევისი – $15.5 მილიონი
დატოვე კომენტარი