ამერიკული Forbes Media, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაინტერესებულ ინვესტორთა კონსორციუმმა დაახლოებით 800 მილიონ დოლარად შეიძინოს.
ინვესტორთა ზუსტი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მათი უმეტესობა ამერიკული ფონდებისა და კერძო ინვესტორებისგან შედგება.
Forbes-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ფედერლის განცხადებით, კონსორციუმი გამოცემის ღირებულებებთან და სტრატეგიასთან თანხვედრაში მყოფი ინვესტორებისგან შედგება.
“Forbes-ის პოტენციური შემძენი გლობალური ინვესტორებისა და საოჯახო ოფისების კონსორციუმია, რომელიც თანხვედრაშია Forbes-ის ხელმძღვანელობის სტრატეგიასთან”, – განაცხადა ფედერლიმ.
ჟურნალი “ფორბსი” აშშ-ში 1917 წელს დაფუძნდა და ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული ბიზნესგამოცემაა. 2021 წელს Forbes-მა 259 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Forbes Media-ს სავარაუდო ფასად გასულ წელს 630 მილიონი დოლარი სახელდებოდა, თუმცა შემოსავლების თითქმის 40%-იანმა ზრდამ საბაზრო ფასის მატება გამოიწვია.
დატოვე კომენტარი