Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ქალების 2023 წლის რეიტინგი

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ქალების 2023 წლის რეიტინგი

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ის მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს, აქედან 337 კი – ქალია, რაც ერთწლიან პერიოდში 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

უმდიდრესი ქალების რეიტინგში უკვე ზედიზედ სამი წელია, რაც პირველ ადგილს ფრანსუა მეიერსი იკავებს, მისი ქონების შეფასება 80 მილიარდ დოლარს აღწევს და ის კოსმეტიკის ინდუსტრიის გიგანტის, L’Oréal-ის უმსხვილესი აქციონერი და საბჭოს თავმჯდომარეა. ქალების რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნის გარდა, მეიერსი Forbes-ის საერთო რეიტინგში მე-11 ადგილსაც იკავებს.

უმდიდრეს ქალთა შორის მეორე ადგილზე ჯულია კოხია, მისი ქონების შეფასება 59 მილიარდ დოლარს აღწევს და ის Koch Industries-ის მსხვილი აქციონერია. აღსანიშნავია, რომ კოხების ოჯახის ქონების საერთო შეფასება $150 მილიარდს აღწევს.

Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზე ალის უოლტონს ვხედავთ, რომლის სიმდიდრის წყაროც ოჯახური ბიზნესია, ამ შემთხვევაში კი – უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიარდს შეადგენს, თავად ალის უოლტონის წილი კი 57 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგს:

1. ფრანსუა მეიერსი – $80 მლრდ | L’Oréal

2. ჯულია კოხი – $59 მლრდ | Koch Industries

3. ალის უოლტონი – $57 მლრდ | Walmart

4. ჟაკლინ მარსი – $38 მლრდ | Mars

5. მარიამ ადელსონი – $35 მლრდ | Casino Las Vegas

6. რაფაელა აფონტე – $31 მლრდ | MSC

7. სიუზან კლატენი – $27 მლრდ | BMW

8. ჯინა რაინჰარტი – $27 მლრდ | Hancock

9. მაკენზი სკოტი – $24 მლრდ | Amazon

10. ირის ფონტბონა – $23 მლრდ | Antofogasta Mining

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *