Forbes: ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები

Forbes: ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები

ბარბარა სტრეიზანდის „მხიარულ გოგონაში“ შესრულებული როლით დაწყებული, ოსტინ ბატლერის მიერ ელვის პრესლის განსახიერებით დასრულებული, მუსიკალური ბიოგრაფიები კრიტიკოსთა შეფასებებსა და სალაროებში მიღებული შემოსავლით წლებია, წამყვან პოზიციებს იკავებს.

Forbes-ის საუკეთესო მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმების რეიტინგი Rotten Tomatoes-ისა და Metacritic-ის შეფასებებზე დაყრდნობითაა შედგენილი და სხვადასხვა პერიოდის ისეთი ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებას ასახავს, როგორებიც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ელტონ ჯონი არიან. რეიტინგში შესული ფილმები Box Office Mojo-ს შიდა სალაროებში გამომუშავებული თანხის მოცულობითაც გამოირჩევიან.

Funny Girl (1968): Rotten Tomatoes 94%, Metacritic 89%

ბარბარა სტრეიზანდს, „მხიარულ გოგონაში“ მომღერლისა და მსახიობის ფანი ბრაისის განსახიერებამ, ოსკარი მოუტანა. „მხიარული გოგონა“ ბრაისის კარიერას და აზარტულ მოთამაშე და მხატვარ ნიკი არნშტაინთან მის ურთიერთობას ასახავს. მუსიკალური ფილმი, რომელიც ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა „Don’t Rain On My Parade“, 1968 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. „მხიარული გოგონა“ ბროდვეის ამავე სახელწოდების მიუზიკლზეა დაფუძნებული, რომელშიც ასევე მონაწილეობდა სტრეიზანდი.

The Pianist (2002): Rotten Tomatoes – 95%, Metacritic – 85%

„პიანისტი“ ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიის ადაპტაციაა, რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილ პოლონელ-ებრაელ კომპოზიტორსა და პიანისტ ვლადისლავ შპილმანს ეკუთვნის. „პიანისტი“ ოსკარის შვიდ ნომინაციაზე იყო წარდგენილი – ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს ფილმის რეჟისორმა რომან პოლანსკიმ და მთავარი როლის შემსრულებელმა ედრიენ ბროუდიმ. „პიანისტმა“ $120 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

Yankee Doodle Dandy (1942): Rotten Tomatoes – 90%, Metacritic – 89%

ბიოგრაფიული ფილმი „ბროდვეის მფლობელად“ ცნობილ ჯორჯ კოანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს ბროდვეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ჯეიმს კეგნი ასრულებს, რომელსაც ეკუთვნის კლასიკური სიმღერები, მათ შორის „You’re A Grand Old Flag“ და „The Yankee Doodle Boy“.

Shine (1996): Rotten Tomatoes – 91%, Metacritic – 87%

„ანათე“ ავსტრალიელ საკონცერტო პიანისტ დევიდ ჰელფგოტზე მოგვითხრობს, რომელიც შიზოფრენიისგან იტანჯება და წლებს ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკაში ატარებს. მუსიკოსის როლის შესრულებამ ჯეფრი რაშს კინოაკადემიის ჯილდო მოუტანა.

The Buddy Holly Story (1978): Rotten Tomatoes – 100%, Metacritic – 78%

ბიოგრაფიულ ფილმში როკ-ენ-როლის მუსიკოს ბადი ჰოლის როლს, რომელიც 22 წლის ასაკში ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა, გარი ბიუსი ასრულებს. კინოსურათმა მუსიკალური პარტიტურისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა.

Amadeus (1984): Rotten Tomatoes – 89%, Metacritic – 88%

„ამადეუსში“ ავსტრიელი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის როლს ტომ ჰალსი ასრულებს. ფილმმა, რომელიც მოცარტისა და მისი მოწინააღმდეგის, ანტონიო სალიერის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს, ამერიკის კინოაკადემიის 1984 წლის დაჯილდოებაზე თერთმეტი ნომინაციიდან რვა „ოსკარი“ მოიპოვა.

Behind the Candelabra (2013): Rotten Tomatoes – 94%, Metacritic – 83%

ბიოგრაფიული კინოსურათი ცნობილი პიანისტ ლიბერაჩეს (მაიკლ დუგლასი) ცხოვრების უკანასკნელ 10 წელიწადსა და სკოტ ტორსონთან (მეტ დეიმონი) ურთიერთობას აღწერს. ფილმმა „გამორჩეული სატელევიზიო ფილმისთვის“ Primetime Emmy Award-ი დაიმსახურა, ხოლო დუგლასი Emmy-ის მფლობელი გახდა.

Coal Miner’s Daughter (1980): Rotten Tomatoes – 86%, Metacritic – 87%

ფილმი ქანთრის ვარსკვლავის, ლორეტა ლინის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მის აღზევებაზე, ტინეიჯერობიდან ქორწინემაბდე და ქანთრის მუსიკალურ სიმბოლოდ ქცევამდე. ფილმს სახელწოდება ლინის სიმღერისა და ალბომის სახელწოდებიდან მომდინარეობს, ხოლო სისი სპეისეკმა საუკეთესო ქალი მსახიობის როლისთვის „ოსკარი“ მოიპოვა.

What’s Love Got To Do With It (1993): Rotten Tomatoes – 97%, Metacritic – 76%

მისივე სიმღერის სახელწოდების მქონე კინოსურათი ამერიკელი მომღერლისა და ავტორის, ტინა ტერნერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ბიოგრაფიულ ფილმში ტინას ანგელა ბასეტი, ხოლო მის მეუღლეს ლორენს ფიშბერნი განასახიერებენ – ორივე მსახიობმა შესრულებული როლისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა.

24 hour Party People (2002): Rotten Tomatoes – 87%, Metacritic – 85%

კინოსურათი მანჩესტერში დაფუძნებული ხმის ჩამწერი ლეიბლის, Factory Records-ის შესახებ მოგვითხრობს და ისეთი მუსიკალური ჯგუფების პორტრეტებს აერთიანებს, როგორიცაა: Joy Division-ი, New Order-ი, A Certain Ratio, The Durutti Column-ი და Happy Mondays-ი.

 

ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმები:

Bohemian Rhapsody (2018) – $216,668,042

ბიოგრაფიული კინოსურათი Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის კარიერის შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა კრიტიკოსებისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, რაც შემოსავლებზეც აისახა. Bohemian Rhapsody-მ მსოფლიო მასშტაბით $900 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, 2019 წლის დაჯილდოებაზე კი ყველაზე მეტი ოსკარი, მათ შორის რამი მალეკისთვის საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.

Straight Outta Compton (2015) – $161,197,785

ფილმი რეპ-ჯგუფ N.W.A-სა და მისი წევრების, Eazy-E-ს, Ice Cube-ს, Dr. Dre-ს, MC Ren-ისა და DJ Yella-ს აღზევებასა და დაცემას ასახავს. Ice Cube-ს ფილმში მისი ვაჟი, ო’ში ჯექსონ უმცროსი განასახიერებს. ფილმმა Rotten Tomatoes-ზე 89%-იანი შეფასება და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ნომინაცია მოიპოვა.

Elvis (2022) – $151,040,048

რეიტინგის უახლეს ფილმში „ელვისი“ სუპერვარსკვლავის როლს ოსტინ ბატლერი ასრულებს. კინოსურათი მომღერალსა და მის მენეჯერს, ტომ პარკერს (ტომ ჰენკსი) შორის ურთიერთობას აღწერს. ფილმმა საერთო ჯამში „ოსკარის“ რვა ნომინაცია, მათ შორის ბატლერის შესრულებისთვის მოიპოვა.

Walk the Line (2005) – $119,519,402

Walk the Line-ში ჯონი კეშის როლს ხოაკინ ფენიქსი განასახიერებს, რომელიც მის ადრეულ ცხოვრებას, ჯუნ კარტერთან (რიზ უიზერსპუნი) რომანსა და ნარკომანიას ასახავს. უიზერსპუნმა შესრულებული როლისთვის „ოსკარი“, ხოლო ფენიქსმა ნომინაცია დაიმსახურა.

Rocketman (2019) – $96,368,160

1972 წლის ჰიტის სახელწოდების მქონე კინოსურათი ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერას აღწერს. ფილმში ელტონ ჯონს ტარონ ეგერტონი, მისი დიდი ხნის მუსიკალურ პარტნიორ ბერნი ტაუპინს კი ჯეიმი ბელი განასახიერებს. ჯონმა და ტაუპინმა სიმღერისთვის „(I’m Gonna) Love Me Again“ „ოსკარი“ დაიმსახურეს.

I Can Only Imagine (2018) – $83,482,352

ფილმი ქრისტიანულ ბენდ MercyMe-სა და მათი სიმღერის „I Can Only Imagine“-ის (ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქრისტიანული სიმღერა) შექმნის ისტორიას აღწერს.

Ray (2004) – $75,331,600

ბიოგრაფიულ ფილმში რეი ჩარლზის როლს ჯეიმი ფოქსი თამაშობს, რომელმაც კინოსურათისთვის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა. თავად ჩარლზი, ფილმის პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.

Coal Miner’s Daughter (1980): $67,182,787

ფილმი ქანთრის ვარსკვლავის, ლორეტა ლინის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მის აღზევებაზე, ტინეიჯერობიდან ქორწინებამდე და ქანთრის მუსიკალურ სიმბოლოდ ქცევამდე. ფილმს სახელწოდება ლინის სიმღერისა და ალბომის სახელწოდებიდან მომდინარეობს, ხოლო სისი სპეისეკმა საუკეთესო ქალი მსახიობის როლისთვის „ოსკარი“ მოიპოვა.

La Bamba (1987) – $54,215,416

ფილმი როკ-ენ-როლის ვარსკვლავ რიჩი ვალენსის ხანმოკლე კარიერის შესახებ მოგვითხრობს. ვალენსი 17 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში, ბადი ჰოლისთან ერთად დაიღუპა.

Amadeus (1984): $51,973,020

„ამადეუსში“ ავსტრიელი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის როლს ტომ ჰალსი ასრულებს. ფილმმა, რომელიც მოცარტისა და მისი მოწინააღმდეგის, ანტონიო სალიერის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს, ამერიკის კინოაკადემიის 1984 წლის დაჯილდოებაზე თერთმეტი ნომინაციიდან რვა „ოსკარი“ მოიპოვა.