გლობალურად, თითქმის ყოველი ექვსი მილიარდერიდან ერთი ფინანსურ ან საინვესტიციო სექტორშია ჩაბმული. მათი უმრავლესობა წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან ან ესტონეთიდანაა. აღნიშნულ სექტორში შემავალი 472 მილიარდერის კოლექტიური ქონება Forbes-ის წლევანდელი შეფასებით $2.17 ტრილიონს უტოლდება. მათი თითქმის ორი მესამედი კი წელს შარშანდელზე უფრო მდიდარია.
მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი წელი უორენ ბაფეტს ჰქონდა – მის ქონებას 12-თვიან ჭრილში $27 მილიარდი შეემატა. 93 წლის მილიარდერის სიმდიდრის ზრდაზე დადებითი გავლენა Berkshire Hathaway-ის აქციების რეკორდულად მაღალმა ფასებმა იქონია. ფინანსებისა და საინვესტიციო სექტორს წლევანდელ რეიტინგში ახალწვეულებიც ჰყავს, მათ შორისაა: Sherman Financial Group-ის დამფუძნებელი ბენ ნავარო და Valor Equity Partners-ის დამფუძნებელი და CEO ანტონიო გრაციასი.
ტექნოლოგიური ინდუსტრია კი წელს 342 მილიარდერს აერთიანებს, 29 მილიარდერით მეტს გასულ წელთან შედარებით. ამ მიმართულებით ლიდერი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსია ($201 მილიარდი), რომელსაც $175 მილიარდით Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოჰყვება. საერთო ჯამში, ტექნოლოგიურ მაგნატთა კოლექტიური ქონება ფინანსებისა და ინვესტიციების ჯგუფს უსწრებს და $2.6 ტრილიონს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით არ ვხვდებით ილონ მასკს, რომელიც Forbes-ის რეიტინგში საავტომობილო ინდუსტრიის მილიარდერად კვალიფიცირდება.
მილიარდერებით მესამე, ყველაზე მეტად დატვირთული სექტორი წარმოებაა, წელს ყველაზე მეტი, 49 ახალწვეულით. წარმოების ინდუსტრია ჯამში 328 მილიარდერს აერთიანებს, რომელთაგანაც ყველაზე მდიდარი Wuerth Group-ის თავმჯდომარე რაინჰოლდ ვიურთია. მეოთხე ადგილზეა მოდა და საცალო ვაჭრობაა 285 მილიარდერით, ხოლო ხუთეულს კვებისა და სასმელების ინდუსტრია ასეულებს, რომელშიც მიმდინარე წელს 210 მილიარდერია წარმოდგენილი.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 2024 წლის რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი შემდეგ ინდუსტრიებში გვხვდება:
- ფინანსები და ინვესტიციები: 427 მილიარდერი (სიის 15%)
უმდიდრესი: უორენ ბაფეტი – $133 მილიარდი
- ტექნოლოგიები: 342 მილიარდერი (სიის 12%)
უმდიდრესი: ჯეფ ბეზოსი – $194 მილიარდი
- წარმოება: 328 მილიარდერი (სიის 12%)
უმდიდრესი: რაინჰოლდ ვიურთი – $33.6 მილიარდი
- მოდა და საცალო ვაჭრობა: 285 მილიარდერი (სიის 10%)
უმდიდრესი: ბერნარ არნო – $233 მილიარდი
- საკვები და სასმელები – 210 მილიარდერი (სიის 8%)
უმდიდრესი: ჭონგ შანშანი – $62.3 მილიარდი
- სხვადასხვა – 201 მილიარდერი (სიის 7%)
უმდიდრესი: მუკეშ ამბანი – $116 მილიარდი
- ჯანდაცვა – 197 მილიარდერი (სიის 7%)
უმდიდრესი: დილიპ შანვი – $22.6 მილიარდი
- უძრავი ქონება – 190 მილიარდერი (სიის 7%)
უმდიდრესი: ლი შაუ კი – $27.7 მილიარდი
- მედია და გასართობი ინდუსტრია – 104 მილიარდერი (სიის 4%)
უმდიდრესი: რუპერტ მერდოკი – $19. 5 მილიარდი
- ენერგეტიკა – 98 მილიარდერი (სიის 4%)
უმდიდრესი: ჰეროლდ ჯემი – $18.5 მილიარდი