რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელმა კომპანიამ, Epic Games-მა, განაცხადა, რომ შემდეგ ორ კვირაში თამაშიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავდა უკრაინის დასახმარებლად – როგორც გაირკვა, ამ მიზნისთვის მოთამაშეებმა $144 მილიონი შეაგროვეს, რომლის დიდი ნაწილი, კერძოდ კი $36 მილიონი, აქციის პირველ დღესვე მოგროვდა.
Our deepest thanks to everyone who joined us in supporting humanitarian relief efforts for people affected by the war in Ukraine.
Together with the Fortnite community and @Xbox, we raised $144 million USD for @DirectRelief @UNICEF, @WFP, @Refugees and @WCKitchen. pic.twitter.com/lPAa8lmfJn
— Fortnite (@FortniteGame) April 4, 2022
აღსანიშნავია, რომ Epic-ი არ არის ერთადერთი კომპანია ვიდეოთამაშების ინდუსტრიიდან, რომელმაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა შეაგროვა: გასულ თვეს, League of Legends-ის დეველოპერმა, Riot Games-მა უკრაინისთვის $5.4 მილიონი, Itch.io-მ – $6 მილიონი, ხოლო Humble Bundle-მა $20 მილიონი მოაგროვეს.
დატოვე კომენტარი