გამოცემა Financial Times-მა ევროპის 2022 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ მეოთხე წელია, რაც FT-ის რეიტინგში ფრანგული HEC Paris-ი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესსკოლამ გამოცემის რეიტინგში მოხვედრა რეკორდული რაოდენობით – თერთმეტჯერ შეძლო.
FT-ის მიერ გამოქვეყნებულ ევროპის 2022 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგში მეორე ადგილს „ლონდონის ბიზნესსკოლა“ ინარჩუნებს. ლონდონის სკოლა წინ უსწრებს ESCP-ის, რომელსაც ევროპის მასშტაბით ექვსი კამპუსი აქვს, მას კი მოჰყვება SDA Bocconi იტალიაში და „წმ. გალენის უნივერსიტეტი“ შვეიცარიაში. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში, ყველაზე მეტი, ოთხი ბიზნესსკოლა საფრანგეთიდანაა წარმოდგენილი.
FT-ის რეიტინგი ჯამში 95 სკოლას აერთიანებს, აქედან 24 – საფრანგეთში, 18 – ბრიტანეთში, ხოლო რვა გერმანიაშია. გარდა ამისა, სიაში ვხვდებით სამ უნივერსიტეტს რუსეთიდან, ორს თურქეთიდან, ხოლო თითო-თითოს სლოვენიიდან და ჩეხეთიდან. მონაცემები FT-ის მიერ უკვე გამოქვეყნებული სხვადასხვა რეიტინგიდანაა აღებული, ესენია: საუკეთესო MBA, Executive MBA (EMBA), მენეჯმენტის მაგისტრატურა და ა.შ. რეიტინგის შედგენისას ყურადღება ექცევა კურსდამთავრებულთა ხელფასებს, მათ კარიერულ განვითარებას, ასევე კვლევით პროგრამებსა და გენდერულ თანასწორობას სტუდენტებს შორის.
კურსდამთავრებულთა საშუალო ევროპული ხელფასები, მორგებული საერთაშორისო მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე, MBA-ის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, $67,000-დან $187,000-მდე მერყეობდა. EMBA-ის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი $92,000-დან თითქმის $400,000-მდე მერყეობდა, ხოლო რაც შეეხება მენეჯმენტის მაგისტრატურას, ამ შემთხვევაში კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება $40,000-დან $138,000-მდე შეადგენს.
თუმცა გამოცემა Financial Times-ი იმ სირთულეებსაც უსვამს ხაზი, რომლებმაც თავი მიმდინარე წელს იჩინა. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ფაქტობრივად შეჩერდა სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის გარკვეულ ქვეყნებთან და რუსეთთან. ამას დაერთო ჩინეთის ნულოვანი Covid-პოლიტიკაც, რის გამოც ქვეყანაში სტუდენტების გაგზავნა რთულდება. მიუხედავად ამისა, ESCP-ის დეკანი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს სიტუაცია გამოსწორდება და ჩინეთთან გაცვლითი პროგრამები კვლავ აღდგება.
Financial Times-ის ევროპის 2022 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლების ათეული (კამპუსების მდებარეობა):
- HEC Paris – საფრანგეთი
- „ლონდონის ბიზნესსკოლა“ – გაერთიანებული სამეფო
- ESCP ბიზნესსკოლა – საფრანგეთი/გერმანია/იტალია/პოლონეთი/ესპანეთი/გაერთიანებული სამეფო
- SDA Bocconi მენეჯმენტის სკოლა – იტალია
- „წმ. გალენის უნივერსიტეტი“ – შვეიცარია
- IESE ბიზნესსკოლა – ესპანეთი/აშშ
- EDHEC ბიზნესსკოლა – საფრანგეთი
- ESMT Berlin – გერმანია
- ESSEC ბიზნესსკოლა – საფრანგეთი
- IE ბიზნესსკოლა – ესპანეთი
Your point of view caught my eye and was very interesting. Thanks. I have a question for you.
Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.