Fuckup Nights კარანტინში კიდევ ერთ საღამოს გაგვიხალისებს!

Fuckup Nights კარანტინში კიდევ ერთ საღამოს გაგვიხალისებს!

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 5, 24 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-საათზე სეზონის ბოლო, კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება წარუმატებელი 2020 წლის გასაცილებლად, იმით, რაც მათ ყველაზე კარგად გამოსდით – მარცხის ისტორიების გაზიარებითა და გართობით. Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის მასპინძლობით ღონისძიება უკვე ოცდამეშვიდედ ჩატარდება, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ ონლაინ რეჟიმში.  

ღონისძიებაზე ამჯერადაც 3 მოწვეული სპიკერი გაგვიზიარებს თავიანთი მარცხის ისტორიებს. კერძოდ კი, მომავალი ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან:               

  • დოდი ხარხელი

დოდი ხარხელი ციფრულ სამყაროში დეკადაზე მეტი ხანია მუშაობს. ის იყო პირველი ტრანსმედია პროდიუსერი და ჯერ კიდევ 2010 წელს დააკავშირა ქართული სატელევიზიო და ციფრული სივრცე.

დოდი იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ციფრული სააგენტოს CEO. ის მუშაობდა ქვეყნის წამყვან კომპანიებთან და ატარებდა ტრენინგებს, ვორკშოფებსა და ლექციებს მთელ რეგიონში. 

კულინარიის სიყვარულმა “ჩემი სამზარეულოს წესები-ს” (მეორე სეზონი, რუსთავი 2) და, მოგვიანებით, “მასტერშეფი-ს” (პირველი და მეორე სეზონები, პირველი არხი)

მთავარ პროდიუსერად და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელადაც აქცია. ამჟამად On.ge-ს განვითარების სტრატეგიებზე მუშაობს და GIPA-ს სტუდენტებს უსხამს ციფრულ სისხლს.

                                                                                                                              

  • სანდრო ლილუაშვილი 

სანდრო USB კაბელი “ტენე-ს” დამფუძნებელია. მის ანგარიშზეა 17-მდე სტარტაპი. აქედან ნაწილი fuckup-ით დასრულდა, ნაწილი წარმატებულია ან დღემდე იბრძვის ბრეიქივენზე გასასვლელად, მათ შორის 1 ეგზითით რამდენიმე მილიონიანი კომპანიიდან.

                                                                                               

  • გიორგიშაკაშაკაია

შაკა ვიდეო პროდიუსერია, რომელსაც უმუშავია Fashion Sci-fi ვიდეოებსა და მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებზე. ის ისეთი ჰეფენინგების ორგანიზატორია, რომელთა ფარგლებშიც თბილისის პერფორმანს სცენას მრავალი ქვეყნის ალტერნატიული კომუნის წარმომადგენელი გაეცნო. გარდა ამისა, შაკა დიდ დროს უთმობს ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას.

                                                                    

 ღონისძიების მოდერატორია გიორგი ავალიანი, ადამიანი ვარდისფერი ჩოხის ქვეშ. შემოქმედებითი კომპანია Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და International Academy of Digital Arts and Sciences წევრი.

                                               

(მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook Eventზე.)

გაქვს მარცხის ისტორია გასაზიარებლად? Fuckup Nights-ზე, მოწვეული მომხსენებლის გარდა, იქნება ღია მიკროფონიც. რაც ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენგანს შეუძლია “ხელი აიწიოს” და გახდეს სპიკერი.

                                             

Fuckup Nights საქართველო vol. 5-ზე დასწრება უფასოა, თუმცა Facebook ლაივსტრიმის სანახავად საჭიროა დააჭიროთ ღილაკ დასწრებას (Going) Facebook Event-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *