Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 3 Tachstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ბრუნდება!

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 3 Tachstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ბრუნდება!

30 სექტემბერს, თბილისის დროითსაათზე, Fuckup Nights Tbilisi კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდებათბილისის სტარტაპ ბიურო და იმფაქთ ჰაბ თბილისი Fuckup Nights-ს საქართველოში უკვე ოცდამეოთხედ მასპინძლობენ. ამჯერად ღონისძიება ტარდება Tachstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ღონისძიება კარანტინის ფარგლებში, რაღა თქმა უნდა, ისევ ონლაინ რეჟიმში გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ საინტერესო მარცხის ისტორიების მოსმენას კვლავ საკუთარი სახლის კომფორტიდან შევძლებთ.

როგორც ყოველთვის, ღონისზიებაზე ამჯერადაც 4 მოწვეული სპიკერი გაგვიზიარებს თავიანთ მარცხის ისტორიებს. კერძოდ კი, მომავალი ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან:

  • მარიამ რამიშვილი – HR სპეციალისტი და ჰოსტელ Black Tomato Kutaisi-ის თანადამაარსებელი.
  • ვალერიან გეგიძე – Gegidze CA-ის 100% დისტანციური, ციფრული და მარკეტინგული პროექტების აუთსორსინგ სააგენტოს დამფუძნებელი, სტარტაპ მენტორი და ბიზნეს განვითარების პარტნიორი.
  • რუსკა თამაზაშვილი – com-is თანამშრომელთა ჩართულობისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი (HR).
  • გიორგი ავალიანი – ადამიანი ვარდისფერი ჩოხის ქვეშ. შემოქმედებითი კომპანია Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და International Academy of Digital Arts and Science-ის წევრი.

     

(მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook Event-ზე.)

საღამოს მოდერაციას გაუწევს Forbes Georgia-ს აღმასრულებელი ედიტორი, შოთა დიღმელაშვილი.

                     
Fuckup Nights საქართველოს ამ გამოშვებაზე დასწრება უფასოა, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას Facebook Event-ზე (Reserve a Space).

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის პარტნიორობით, და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის, Sector 3 Prodemos Grant Thornton Georgia-ს, Kedari Ventures-ის, Wolt-ის, ლუდი ქარვა • Karva-ს, Forbes-ისა და BPN-ის მიერ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *