G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობის საკომისიო მკვეთრად შემცირდა

G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობის საკომისიო მკვეთრად შემცირდა

გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მომხმარებელს, სწრაფად და მარტივად განახორციელონ ინვესტიციები, შეიძინონ წამყვანი კომპანიების აქციები და ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე.

მომხმარებლისთვის 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის პროცესებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი G&T TRADER-ის ონლაინ პლატფორმაზე ვაჭრობისა და მომსახურების ტარიფები გაუმჯობესდა. კერძოდ, ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობის მინიმალური საკომისიო $15-დან $5-მდე, ხოლო CFD-ის შემთხვევაში კი $20-დან $10-მდე შემცირდა.

შემცირებულ საკომისიოებთან ერთად, მომხმარებლის სურვილებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული მომსახურების შექმნის მიზნით, ახლახან გალტ & თაგარტმა მომხმარებელს განახლებული G&T Trader-ის აპლიკაცია შესთავაზა. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული G&T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით უზრუნველყოფს, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით. კიდევ უფრო მეტად პერსონალიზებული გამოცდილების მისაღებად კი აპლიკაცია მომხმარებელს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციას სთავაზობს.

ამასთან, ინფორმირებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით, G&T Trader მომხმარებელს აძლევს წვდომას ინვესტირების დამხმარე ინსტრუმენტებზე, მათ შორის: Screener-ზე, Watchlist-ზე, Research-ის მოდულსა და სხვადასხვა ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორსა და ხელსაწყოზე.

გალტ & თაგარტი მუდმივად ცდილობს, შექმნას მომხმარებლისთვის კომფორტული, სწრაფი და ხელსაყრელი ინვესტირების გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი შეთავაზებების შექმნასა და პროდუქტების განვითარებაზე, რომელიც დაეხმარება მათ, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, განახორციელონ გონივრული ინვესტიცია და გახდნენ სხვადასხვა გლობალური ბრენდისა თუ დამწყები სტარტაპის აქციების მფლობელები. ვფიქრობთ, რომ ტარიფების შემცირებით, ერთი მხრივ, დავეხმარებით არსებულ მომხმარებლებს, განახორციელონ კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია, მეორე მხრივ კი, უფრო მეტ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას, G&T Trader-ის მეშვეობით, დაიწყონ საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა“, – აღნიშნავენ გალტ & თაგარტის გუნდში.

განახლებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

G&T Trader-ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად ან განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს და Google Play-ს.

S