GAA-სა და “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ.’
კომპანიაში განმარტავენ, რომ საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა. ამასთან, კომპანიის მფლობელები განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან მათი თანამშრომლობის მისწრაფება შერყეულია.
„ჩვენი კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა საქათველოს მთავრობასთან. ჯორჯიან მანგანეზმა მისი დაფუძნებიდან, ასობითმილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის.
სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია და ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა,რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილისაქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ს ეროვნულიუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა“ჯორჯიან მანგანეზმა” შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, – “ჯორჯიან ემერიქენ ელოიზ” (“GAA”) – ამერიკული კომპანიაა, რომელიც 100%-ით ფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”). ”ჯორჯიანმანგანეზი” უმსხვილესი კერძო საწარმოა საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5,500 თანამშროემლი. ”ჯორჯიან მანგანეზს” განხორციელებული აქვს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში კაპიტალურ ხარჯებისა და საწარმოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.
“ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი გარემოს დაცვის სამინისტრომ 11 მაისს დანიშნა. უწყებაში განმარტავდნენ, რომ კომპანია კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითიკანონმდებლობის მძიმე დარღვევით. კომპანიას 160 მილიონი დოლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, რომელიც სასამართლოშია გასაჩივრებული. ამასთან, რამდენიმე წლის წინ „ჯორჯიანმანგანეზმა“ საკუთარი ინიციატივით საქართველოს მთავრობას მიმართა თხოვნით ნებართვა მიეცათ განეხორციელებინა 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკისმშენებლობაზე ჭიათურაში – რაც მთლიანად აღმოფხვრიდა გარემოზე მავნე ზემოქმედებას. თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განზრახ ბლოკავდაკომპანიის მიერ ინიცირებულ საინვესტიციო პროექტს და ამით ამჯობინებდა გარემოსდაცვითი დარღვევები გამოყენებინებინა შემდგომ უსამართლო ჯარიმების დასკისრებლად.
დატოვე კომენტარი