გადახდისუუნარობის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები დაიწყება.
კანონპროექტით, გათვალისწინებულია სასამართლო სისტემისთვის ისეთი ფუნქციების ჩამორთმევა, რომელიც პროცესს დროში აჭიანურებს. მსგავსია კრებების ჩატარების ფუნქციაც. ასევე, ახალ კანონპროექტში აღარ არის ჩადებული მომრიგებელი საბჭოს ორგანო. კომპანია VBAT-ის პარტნიორი ნანა ამისულაშვილი ამბობს, რომ გადახდიუუნარობის პროცესი დროში აღარ უნდა გაჭიანურდეს და ის ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
“ყველა საქმე დღეს გაჭიანურებულია, ვცდილობთ ახალი ვარიანტით ვადები შემცირდეს, ამას სჭირდება გონივრული ვადების ჩადება და სასამართლოს განტვირთვა. სასამართლოს დღეს ბევრი ისეთი ვალდებულება აქვს, რომელიც არ სჭირდება, – მაგალითად ის კრებებს ხელმძღვანელობს და ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს. სასამართლოს შეგვიძლია დავუტოვოთ მხოლოდ სადავო საკითხები რაშიც კომპეტეტურია. ასევე დღეს ფაქტიურად უფუნქციო ორგანოა მომრიგებელი საბჭო, რომელიც მხოლოდ დროს ახანგრძლივებს”, – ამბობს ამისულაშვილი.
რაც შეეხება გადახდისუუნარობის ფიზიკურ პირებზე შესაძლო გავრცელებას, ნანა ამისულაშვილი ამბობს, რომ ამჟამინდელ პროექტში აღნიშნული პუნქტი ჩადებული არაა.
“არის ნება გაჟღერებული, რომ შესაძლოა საქართველოში გადახდისუუნარობა ფიზიკურ პირებზეც გავრცელდეს. ამას ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა, მნიშვნელოვანია რომ არავინ დავაზარალოთ, მათ შორის კრედიტორები, ვინც გასცემენ სესხებს”, – ამბობს ამისულაშვილი.
დატოვე კომენტარი