არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სახელმწიფო სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, ინვესტორებს, ექიმებს, სპეციალისტებს, გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტელექტუალებს, ხელოვანებს და მათი ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ქვეყნის მოქალაქეობაზე გააკეთონ განაცხადი.
“ახალი კანონის მიზანია ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა ქვეყანაში, რომლებიც ჩვენს განვითარებაში წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მახტუმმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იმისათვის რომ უცხოელმა მიიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- ინვესტორები უნდა ფლობდნენ უძრავ ქონებას საამიროებში, უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი პატენტი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსგან ან სხვა ავტორიტარული საერთაშორისო ორგანოსგან დამტკიცებული, ასევე სარეკომენდაციო ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსგან;
- ექიმები და სხვა სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ სამეცნიერო ველზე, და ეს სამუშაოები უნდა იყოს აუცილებელი და საჭირო გაერთიანებული საამიროებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილება და უნდა იყვნენ აღიარებული ორგანიზაციის წევრი;
- მეცნიერები უნდა იყვნენ ჩართულები აქტიურ კვლევით საქმიანობაში უნივერსიტეტში, კვლევით ცენტრში ან კერძო სექტორში, ასევე ჰქონდეთ მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება, მიღებული უნდა ჰქონდეთ პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო ან დაფინანსება კვლევისთვის, ასევე მათ დასჭირდებათ სარეკომენდაციო წერილი აღიარებული აკადემიური ინსტიტუტისგან;
- შემოქმედებითი პროფესიონალები უნდა იყვნენ „პიონერები“ კულტურის, ხელოვნების სფეროში, ჰქონდეთ ერთი ან მეტი საერთაშორისო ჯილდო მიღებული, მათაც დასჭირდებათ მთავრობისგან სარეკომენდაციო წერილი;
როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანაა სპარსეთის ყურის რეგიონში, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭების პროცესს ფორმალური სახე მისცა. ადრე ამ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭება ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული პრივილეგიის შემთხვევაში ხდებოდა.
დატოვე კომენტარი