Clarivate-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მკვლევართა სიაში კვლავ ამერიკელები დომინირებენ, მათი დასაქმების მხრივ კი ლიდერი ჰარვარდის უნივერსიტეტია. Clarivate-ის მიერ შედგენილი 2021 წლის სია, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, წარმოადგენს დაახლოებით 3,800 ციტირებულ მკვლევარს, რომლებიც მუშაობენ მეცნიერებისა და სოციალური მეცნიერების 21 სფეროში. სია შედგენილია 2010-2020 წლების სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობითა და სამეცნიერო ჟურნალებში ციტირებული ნაშრომების გაანალიზებით.
მონაცემთა ანალიტიკის წამყვანი კომპანია Clarivate-ის მიერ ხშირად ციტირებული მკვლევრების გამოვლენისთვის Essential Science Indicators-ის მონაცემები გამოიყენება, რომლებიც 2010-2020 წლების დაახლოებით 169,000-ს ნაშრომს მოიცავს. კვლევამ დაადგინა, რომ ციტირებულ მკვლევართა ყველაზე დიდი რაოდენობა, 2,622 მკვლევარი, შესაბამისად თითქმის 40%, ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი. 2010-2020 წლებში Web of Science-ში ინდექსირებული ყველა ნაშრომიდან 24,7-ს ჰყავდა მინიმუმ ერთი ამერიკელი მკვლევარი.
Clarivate-ის 2021 წლის მონაცემებით, მეორე ადგილს 934 მკვლევრით ჩინეთი იკავებს, რომლის წილიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მეცნიერების გავლენის ზრდასთან ერთად, გაორმაგდა. გაერთიანებულმა სამეფომ, 492 მკვლევრით მესამე ადგილი დაიკავა, მას მოჰყვება ავსტრალია (332), მეხუთე ადგილზე კი გერმანიაა (331) წარმოდგენილი.
ქვეყნების ტოპ-10-ეული ყველაზე გავლენიან მკვლევართა რაოდენობით ასე გამოიყურება:
- ნიდერლანდები – 207 მკვლევარი
- კანადა – 196 მკვლევარი
- საფრანგეთი – 146 მკვლევარი
- ესპანეთი – 109 მკვლევარი
- შვეიცარია – 102 მკვლევარი
რაც შეეხება უნივერსიტეტების მხრივ მსოფლიოს წამყვანი მკვლევრების დასაქმებას, როგორც უკვე აღინიშნა, ამ მხრივ ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველობას არ თმობს. აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათეულში შესული უნივერსიტეტებიდან ექვსი ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი. სრული სია კი ასე გამოიყურება:
- Harvard University – 214
- Chinese Academy of Sciences – 194
- Stanford University – 122
- National Institute of Health – 93
- Max Plank Society – 70
- Massachusetts Institute of Technology – 64
- University of California, Berkeley – 62
- Tsinghua University – 58
- University of California, San Diego – 56
- University of Oxford – 50