მაშინ როდესაც 10 მილიონზე მეტი მამაკაცი სამსახურის გარეშეა დარჩენილი, კიდევ მილიონობით კი სახლიდან მუშაობს, შესაძლოა მამაკაცის ტანსაცმლის გაყიდვებისთვის ეს საუკეთესო პერიოდი არც არის. CNN წერს რომ, Tailored Brands-ი, რომელიც აერთიანებს ბრენდებს Jos. A. Bank-ს, Men’s Wearhouse-ს და K&G-ს, შესაძლოა, მომდევნო ამერიკული მსხვილი რითეილერი გახდეს, რომელსაც გაკოტრება ემუქრება.
“კომპანიას გაკოტრების საკითხებში მრჩევლები ჰყავს უკვე რამდენიმე თვეა. ისინი სწავლობენ ყველა შესაძლოა ვარიანტს, ჯერ 100%-ით გადაწყვეტილი არაა რომ გაკოტრებაზე კეთდება განაცხადი, თუმცა, ამის შანსი მაღალია“, – განაცხადა რითეილსფეროში გაკოტრების ექსპერტმა რეშმი ბასუმ.
შეგახსენებთ, არაერთმა ამერიკულმა რითეილმა განაცხადა უკვე გაკოტრების შესახებ პანდემიის პერიოდში, მათ შორის არიან: J.Crew-ი, Neiman Marcus-ი და JCPenney-ი. ტანსაცმლის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია კრიზისის შედეგად, ვინაიდან დაეცა აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა. მაგალითად, Gap-მა რეკორდული ზარალის შესახებ განაცხადა. კომპანიის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში მან $932 მილიონი იზარალა.
სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე გაკოტრების პირას არიან, შემდეგია: Ascena Retail Group-ი, რომელიც ფლობს Lane Bryant-ს, Justice-ს, Ann Taylor-ს და Dress Barn-ს.
დატოვე კომენტარი