რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ შვედეთმა საკუთარი ისტორიული უსაფრთხოების პოლიტიკისათვის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე კვირის წინ ნატოს წევრობის სურვილის შესახებ ოფიციალურადაც განაცხადა. 24 თებერვლის შემდეგ, ქვეყანაში ევროკავშირის წევრობისადმი მხარდაჭერაც რეკორდულად გაიზარდა, ოპოზიციური წინააღმდეგობა კი რეკორდულ მინიმუმზეა.
ყველაზე დიდი სკანდინავიური სახელმწიფოს მოსახლეობის სურვილი კვლავ იყოს სავაჭრო ბლოკის წევრი გასულ თვეს 64%-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას Statistics Sweden-ი ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგეთა წილმა კი, გამოკითხვის თანახმად მხოლოდ 12%-ი შეადგინა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შვედების დამოკიდებულება თითქმის ყველაფერთან მიმართებით შეცვალა. სახელმწიფოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრებას მხარს მოსახლეობის 63% უჭერს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. საინტერესოა ისიც, რომ ევროს ვალუტად მიღების მოწინააღმდეგეთა წილი 2010 წლის შემდეგ უმცირეს მაჩვენებლამდე, 58%-მდე შემცირდა. ამჟამინდელი მონაცემებით შვედური კრონას ევროთი ჩანაცვლებას მხარს მოსახლეობის 23%-ი დაუჭერდა.
დატოვე კომენტარი