განახლებულ MacBook Pro-ს გვიან შემოდგომას უნდა ველოდოთ

განახლებულ MacBook Pro-ს გვიან შემოდგომას უნდა ველოდოთ

განახლებულ MacBook Pro-ს გვიან შემოდგომას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ Bloomberg-ის სანდო ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს. განახლებული MacBook-ებისთვის ცალკე ღონისძიების ჩატარება Apple-ის ერთგვარ ტრადიციად იქცა: M1 პროცესორის მქონე MacBook-ები ტექნოლოგიურმა გიგანტმა სწორედ გასული წლის ნოემბერში წარმოადგინა. ცნობისთვის, წლის მთავარი ღონისძიება Apple-მა ჯერ კიდევ სექტემბერში გამართა, რომელზეც ახალი თაობის iPhone-ები, განახლებული Apple Watch-ი და iPad mini წარმოადგინა.

მარკ გარმენის თქმით, განახლებული MacBook Pro Apple-ის უახლესი და უმძლავრესი სილიკონის M1X პროცესორით იქნება აღჭურვილი, რომელსაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ Apple-ის ძვირად ღირებულ Mac mini-შიც ვიხილავთ. Apple-ი M1X პროცესორის ორ ვარიაციაზე მუშაობს: ორივე მათგანი ათბირთვიანი იქნება, რომელთაგან რვა მახასიათებლების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, ორი კი – კომპიუტერის ეფექტურობას გაზრდის. პროცესორებს შორის სხვაობა გრაფიკულ ბირთვებში იქნება, რადგან Apple 16-იანი და 32-იანი მოდელების წარმოდგენას გეგმავს. ცნობისთვის, Apple-ის მეორე ტექნოლოგიური ღონისძიება მარკ გარმენმა ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა.

გარდა ტექნოლოგიური გაძლიერებისა, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი თაობის MacBook-ები ვიზიუალურადაც განახლდება: საქმე იმაშია, რომ 13-დიუმიანი M1 მოდელი, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ შემოდგომას წარმოადგინა, წინა თაობის მოდელის ფაქტობრივად იდენტური იყო, ხოლო 16-დიუმიანი MacBook Pro ვიზუალურად 2019 წლის შემდეგ არ განახლებულა.

გავრცელებულ ცნობებს შორის ვკითხულობთ, რომ შეიძლება Apple-მა განახლებული კორპუსის მქონე 14-დიუმიანი და 16-დიუმიანი მოდელები წარმოადგინოს, რომელთაც HDMI და SD პორტები ექნებათ. იწერება ისიც, რომ შეიძლება, USB-C პორტის ნაცვლად, ახალი თაობის MacBook-ები MagSafe-ის ტიპის სატენის დასამუხტი ჰქონდეს. გარდა ამისა, ახალი თაობის მოდელებში, Touch Bar-ს სავარაუდოდ აღარ შევხვდებით – ცნობისთვის, ეს ფუნქციონალი Apple-მა ჯერ კიდევ 2016 წელს წარმოადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *