Vendoo ელ.კომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც წლებია, თავის მომხმარებლისთვის შოპინგის კომფორტულ გამოცდილებას ქმნის. ადამიანების საჭიროებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად, ბრენდი გარემოს ცვლილებასთან ერთად, მუდმივად ვითარდება და თავის ლოიალურ მომხმარებელს უწყვეტ სიახლეებს სთავაზობს.
ამჟამად, Vendoo-ს ონლაინ პლატფორმაზე ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ვენდუზე საყიდლების შეძენისას საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება დახვდეთ, რაც ვებგვერდის მოხმარების მაქსიმალურ სიმარტივეს გულისხმობს.
Vendoo-ს ვებგვერდზე ვიზიტისას, პირველ რიგში, სრულად განახლებული დიზაინი დაგხვდებათ:
- მთავარი გვერდი მაქსიმალურად მორგებული გახდა ადამიანის თვალის აღქმის არეალზე;
- შეიქმნა სპეციალურად გადამზადებული customer service გუნდი, რომელიც თითოეული მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული;
- ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით, საძიებო ველი კიდევ უფრო ზუსტი, სწრაფი და მოქნილი გახდა;
- დაიხვეწა სასურველი ნივთების კალათის დიზაინი და ასევე, თავად ფუნქციონალიც;
- ვებგვერდს დაემატა აქტუალური და მოთხოვნადი შეთავაზებებისა და ფასდაკლებების ველი, რომელსაც მომხმარებელი შოპინგის დაწყებამდე გაეცნობა;
- მიტანის სერვისი 3 დღეში, გახდა უფასო ნებისმიერი წონის, ზომისა და მოცულობის ამანათის ტრანსპორტირებისას.
Vendoo-ს არსებული განახლებები სრულად მომხმარებლის ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგებს ეყრდნობა, შესაბამისად, თითოეული დეტალი შეცვლილი და ადაპტირებულია მომხმარებლის სურვილებსა და მოთხოვნებზე, რაც ვებგვერდის მოხმარების მაქსიმალურ კომფორტულობას უზრუნველყოფს.
Vendoo-ს მიზანია, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯით პლატფორმა იდეალურად ასრულებდეს ფიზიკური მაღაზიის კონსულტანტთან გასაუბრების ფუნქციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი მომხმარებლის თითოეულ კითხვას უნდა პასუხობდეს და უმარტივებდეს გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამიტომ, ვენდუს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას პროდუქტების აღწერილობებს და პროდუქტების ზომის, ფერისა თუ ფორმის საუკეთესოდ აღქმადი ფოტოების განთავსებას უთმობს.
არსებულ ცვლილებებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიდევ უფრო დიდ ცვლილებებზე, რაც უახლოეს მომავალში გულისხმობს:
- Vendoo-ს ვებგვერდის საერთაშორისო ენებზე ადაპტაციას;
- ინდივიდუალური შეთავაზებებს, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესისა და ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნება;
- სასაჩუქრე სივრცის დამატებას, რომელიც ჰობისა და გატაცებების მიხედვით, საუკეთესო ვერსიებს შემოგთავაზებთ. S