მომხმარებელთა სურვილების განსაზღვრა და მათთვის ზუსტ დროს სწორი შეთავაზების გაკეთება ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. იმისათვის, რომ სასურველი სეგმენტი მარტივად აარჩიოთ და 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდეთ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Ads მენეჯერით თქვენს ბიზნესზე მორგებული შეთავაზების შექმნა შეგიძლიათ. ამისათვის კი შემდეგ მარტივ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ:
- bog.ge-ზე მომხმარებლის იმ ლოგინითა და პაროლით შედით, რომელსაც საქართველოს ბანკის ნებისმიერ სხვა ციფრულ არხში იყენებთ;
- გადადით Ads მენეჯერის მოდულზე და დააჭირეთ ღილაკს “შექმენით შეთავაზება”;
- აირჩიეთ რა ტიპის ბარათების მფლობელებს გსურთ გამოუჩნდეთ შეთავაზება (Student Card, sCool Card, PLUS ბარათი და ა.შ.);
- მიუთითეთ შეთავაზების პირობები (შეთავაზების ტიპი, ვადა, თქვენი ფილიალების მისამართი)
- განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია (სქესი, ასაკი, ინტერესები და ა.შ);
- აირჩიეთ შეთავაზების ვიზუალი;
- შექმენით შეთავაზების ტექსტი;
- გადაავლეთ თვალი თქვენს შეთავაზებას, დაეთანხმეთ პირობებს და “დასრულებას” დააჭირეთ;
ამ ეტაპების გავლის შემდეგ საქართველოს ბანკის მომხმარებლებიდან შერჩეულ სეგმენტს ავტომატურად გამოუჩნდება თქვენი შეთავაზება, რომელიც შეიძლება იყოს ქეშბექი, ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები და ასე შემდეგ. Ads მენეჯერის შეთავაზება უკვე საქართველოს ბანკის არაერთმა ბიზნესმომხმარებელმა შექმნა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სწრაფი კვების რესტორანი Fryday-ია. თუ რატომ გადაწყვიტა FryDay-მ Ads მენეჯერით სარგებლობა და როგორია შეთავაზების შედეგები, რესტორნის სოც. მედია მენეჯერი, ნანუკა სტურუა, საუბრობს.
“საქართველოს ბანკთან სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, ახალი პროექტის გამოჩენისთანავე, დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ. Ads მენეჯერის მეშვეობით ზუსტად შევძელით, ჩვენი შეთავაზება კონკრეტული აუდიტორიისთვის მოგვერგო. ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ ერთი საუკეთესო სივრცე, სადაც უკეთ შევძელით, მომხმარებლისთვის თავი გაგვეცნო. გაყიდვების ზრდა სწორი შეთავაზების დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია. Ads მენეჯერი გაძლევს საშუალებას, ზუსტად შეარჩიო სამიზნე აუდიტორია, განსაზღვრო სწორი არეალი, ასაკობრივი ზღვარი თუ სქესი, გაანალიზო გაყიდვები და უფრო ეფექტიანად დაგეგმო ბიუჯეტი. ასევე, გახადო კვების ობიექტი ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ამავდროულად კი მათთვის სასიამოვნო გარემო და გემრიელი კერძები შეღავათიან ფასად შესთავაზო”, — ამბობს ნანუკა სტურუა.
Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შემდეგ გაყიდვების პროცესზე დაკვირვებაც შეგიძლიათ. ანალიტიკის მეშვეობით გაიგებთ:
- რამდენი ადამიანი დაინტერესდა შეთავაზებით;
- როგორია გაყიდვების მაჩვენებელი;
- მიიზიდეთ თუ არა ახალი მომხმარებლები;
- ძველი მომხმარებლებიდან რამდენმა ისარგებლა შეთავაზებით და ა.შ.
ეს ინფორმაცია კი სამომავლო შეთავაზების დაგეგმვასა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ.
“პირველივე აქციის შედეგები ძალიან კარგი იყო, გაყიდვების მაჩვენებელი 400-500%-ით გაიზარდა, ამიტომ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და მომხმარებლებს სხვადასხვა აქციას შევთავაზებთ. ჩვენი გეგმები და მიზნები საკმაოდ დიდი და ამბიციურია, მათ შორის, ერთ ერთი ზუსტი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მომხმარებლის ზრდაა, ამისთვის კი Ads მენეჯერი საუკეთესო საშუალებაა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ვგეგმავთ საქართველოს ბანკთან ვითანამშრომლოთ და Ads მენეჯერის შეთავაზებაც გამოვიყენოთ”, — აღნიშნა ნანუკა სტურუამ.
Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ ზუსტ ინსტრუქციას აქ ნახავ, ხოლო თუ უკვე მზად ხარ შეთავაზების შესაქმნელად, ამ ბმულზე შეგიძლია გადახვიდე და ახლავე დაიწყო. S