2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. საერთო ჯამში, 11-მა კომპანიამ 442.8 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაცია გამოუშვა, საიდანაც 6 ემისია საჯარო შეთავაზების, ხოლო დანარჩენი 5 კი კერძო შეთავაზებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ კერძო შეთავაზებების ძირითადი ნაწილს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული შეთავაზებები წარმოადგენს, რომლებმაც 2017 წელს 243 მლნ ლარი შეადგინა.
2017 წელს ასევე გაიზარდა ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების მოცულობა და ამ მონაცემმა მთლიანი ობლიგაციების 86 პროცენტი შეადგინა.
საქართველოში ობლიგაციების გამოშვება ძირითადად საფინანსო სექტორზე მოდის და მთლიანი გამოშვების 73%-ს შეადგენს.
ობლიგაციების ბაზართან შედარებით მცირე წინსვლა შეინიშნება აქციების საჯარო ემისიის კუთხით. 2017 წელს VTB ბანკმა და სს “ნიკორამ” განახორციელეს აქციების ემისია, რომლებიც საჯარო შეთავაზების გზით განთავსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 19.9 მლნ ლარი შეადგინა.
2017 წლის ბოლოსთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობდა 2 საფონდო ბირჟა, 1 ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, 8 საბროკერო კომპანია და 4 ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი. 8 საბროკერო კომპანიიდან 2 არ იყო საფონდო ბირჟის წევრი.
დატოვე კომენტარი