გასულ წელს საქართველოს ბიზნესსექტორის ბრუნვა 20.8%-ით გაიზარდა

გასულ წელს საქართველოს ბიზნესსექტორის ბრუნვა 20.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ბიზნესსექტორის ბრუნვა 20.8%-ით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენცია აღინიშნა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის კუთხითაც. კერძოდ კი, მისი მოცულობა 71.8 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც წინა, 2021 წლის მაჩვენებელს 24.6%-ით აჭარბებს.

წყარო: საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვის 65.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16.1% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 18.3% – მცირეზე.

რაც შეეხება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში მსხვილი ბიზნესის წილი 48.6%-ს შეადგენს, საშუალოსი – 23.7%-ს, მცირესი კი – 27.7%-ს.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს საწარმოთა მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვების მთლიანმა მაჩვენებელმა 101.4 მილიარდი ლარი შეადგინა, შესყიდვამ კი – 65.8 მილიარდი ლარი. 2021 წელთან შედარებით პირველის შემთხვევაში 24.6%-იანი, მეორეს შემთხვევაში კი 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა.