კორონავირუსის ეფექტების გამო, საფონდო ბირჟები კვლავ ეცემა. ამან კი 13 მარტის შემდეგ მსოფლიოს ათი მილიარდერის ქონების $57 მლრდ-ით შემცირება გამოიწვია.
გასულ კვირას ყველაზე მეტი უორენ ბაფეტმა დაკარგა, მისი ქონება $9.6 მლრდ-ით შემცირდა და 20 მარტის მონაცემებით, $66.4 მლრდ-ზე ჩამოვიდა. საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი კლება განიცადა ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მა. განსაკუთრებული ზიანი ადგება კორონავირუსის გამო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Delta და American Airlines-ი, ვინაიდან ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვის გამო, გაუქმდა ათასობით ავიარეისი.
მილიარდერებს შორის ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გასულ კვირას Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსაც, რომელმაც $6.8 მლრდ დაკარგა. თავად Facebook-ს აქციების ფასი შეუმცირდა, შემცირდა რეკლამიდან შემოსავლები ისეთი კომპანიების პასიურობის გამო, რომლებიც მოგზაურობის, გაყიდვებისა და გართობის სფეროებში ოპერირებენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სოციალური მედიის გიგანტმა გადაწყვიტა თავის თანამშრომლებს, რომელთაც კორონავირუსის გამო სახლიდან უწევთ მუშაობა $1000 ოდენობის ბონუსი გადაუხადოს. ასევე Facebook-მა $100 მილიონიანი საგრანტო პროგრამაც გამოაცხადა მცირე ბიზნესებისთვის.
რაც შეეხება კიდევ ერთ ყველაზე დაზარალებულს, ეს Microsoft-ი და მისი მფლობელია. კომპანიის ფასი ბირჟაზე გასულ კვირას 13%-ით დაეცა, რის გამოც ბილ გეითსისა და სტივ ბალმერის ქონებები $6.6 მლრდ და $5.7 მრლდ-ით შემცირდა. ბალმერი ახლა $52.4 მლრდ-ს ფლობს, ხოლო გეითსის ქონება უკვე 100 მლრდ-ს ჩამოსცდა და $97 მლრდ-ს შეადგენს.
კორეელ-იაპონელი მილიარდერი მასაიოსი სონმა კი მხოლოდ ერთ კვირაში $4.9 მლრდ დაკარგა და მისი ქონება ახლა $14.1 მილიარდადაა შეფასებული. მისი კომპანია SoftBank-ის აქციები 30%-ით არის დაცემული. რაც შეეხება Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკის ქონებას, ის $4.1 მლრდ-ით შემცირდა და ახლა $27 მლრდ-ია.
გასულ კვირას 10 ყველაზე მეტად დაზარალებული მილიარდერის სრული სია ასეთია:
უორენ ბაფეტი – $9.6 მლრდ დაკარგა
მარკ ცუკერბერგი – $6.8 მლრდ დაკარგა
ბილ გეითსი – $6.6 მლრდ დაკარგა
სტივე ბალმერი – $5.7 მლრდ დაკარგა
ლარი პეიჯი – $5.4 მლრდ დაკარგა
სერგეი ბრინი – $5.2 მლრდ დაკარგა
მასაიოსი სონი – $4.9 მლრდ დაკარგა
კარლოს სლიმი – $4.7 მლრდ დაკარგა
ჰიუ კა იანი – $4.1 მლრდ დაკარგა
ილონ მასკი – $4.1 მლრდ დაკარგა.
დატოვე კომენტარი