საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 3.5%-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად, განაპირობა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4%-იანმა ზრდამ, რამაც 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 17.3%-ითაა გაზრდილი. ამ შემთხვევაში ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52%-იანი მატებითა და სამშენებლო მასალების 7.5%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
