საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში 2021 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 127%-ით გაიზარდა. 2022 წლის ივნისში 302,602 ტურისტი შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივნისში 186%-ით გაიზარდა და ჯამში 445,894 ვიზიტორი შეადგინა.
ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია 2019 წლის ნიშნულს. 2022 წლის ივნისში 49%-ით ნაკლები ვიზიტორი და 36%-ით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის ივნისში.
ექვსი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 186%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 235%-ითაა გაზრდილი. 6 თვეში სულ 1.6 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის მხოლოდ 58%-ია.
ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 90,239. მეორე ადგილზე თურქეთია 62,192 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთი – 61,974 ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | სულ | ზრდა |
რუსეთი | 90,239 | 75,272 |
თურქეთი | 62,192 | 32,586 |
სომხეთი | 61,974 | 48,632 |
ისრაელი | 20,555 | 4,718 |
უკრაინა | 15,273 | -220 |
ყაზახეთი | 14,368 | 7,040 |
აზერბაიჯანი | 13,067 | 6,167 |
ბელარუსი | 12,284 | 8,475 |
საუდის არაბეთი | 10,372 | 4,326 |
ირანი | 9,454 | 8,102 |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი