სახელმწიფო შესყიდვებში ყოველწლიურად საქართველოში ოთხ მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება, რისი უმეტესი ნაწილიც ელექტრონული ტენდერებით იხარჯება. 2019 წელს გამარჯვებული 23 000-ზე მეტ ტენდერში გამოვლინდა. ღირებულების მიხედვით კი უმსხვილესი ტენდერი, სადაც მიმწოდებელი კერძო კომპანიაა, 73,1 მლნ ლარს მოიცავს.
კერძოდ, სპეცილურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2019 წლის 7 ოქტობერს 73,9 მლნ ლარის ღირებულების სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვაზე აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულების, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს, გარე დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა კვებითი მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ილი ჯგუფმა“ მიიღო მონაწილეობა და 73,1 მილიონლარიანი შეთავაზებით კონკურენციის გარეშე მოიგო. აღებული ვალდებულება კომპანიამ სამი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
დატოვე კომენტარი