2017 წლის მესამე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, წინა კვარტალთან შედარებით, აშშ დოლარის მიმართ 0.1%-ით, ხოლო ევროსთან 7.0%-ით გაუფასურდა. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 2.0%-ით გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც. ამავე პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.4%-ით, ხოლო წლიურად კი 1.8%-ით გაუფასურდა.
2017 წლის მესამე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 3.4%-ით, ხოლო წლიურად კი 1.7%-ით გაუფასურდა. სებ-ის ცნობით, ნომინალური ეფექტური კურსის მცირედ განსხვავებული სურათია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შესწორებული წონებისა და მომსახურების წონების გათვალისწინებით. კერძოდ, ამგვარად შესწორებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მესამე კვარტალში წლიურად 2.2%-ით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 1.6%-ით გაუფასურდა.
სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.9 პროცენტით გაუფასურდა.
აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4274-დან 2.4767- მდე შეიცვალა, ანუ გაუფასურდა 2 პროცენტით. ოქტომბერში ლარის კურსის დოლარის მიმართ, 4,4%-ით გაუფასურდა და 2.4767-დან 2.5873-მდე შეიცვალა.
ეფექტური გაცვლითი კურსების წლიური ცვლილება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგია:
დატოვე კომენტარი