ინდოეთის ორი უმდიდრესი ადამიანი – გაუტამ ადანი და მუკეშ ამბანი ერთმანეთს დახურულ აუქციონში დაუპირისპირდება.
მილიარდერი მეწარმეების ყურადღების ცენტრში ამჯერად კომპანია Future Retail-ია, რომელიც რთული ფინანსური მდგომარეობის გამო გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა.
Future Retail-ი მრავალპროფილური კომპანიაა, რომელი მოდის, სამომხმარებლო ტექნიკის და სხვადასხვა სახის პროდუქციის ბაზრებზეა წარმოდგენილი. ჰოლდინგი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Big Bazaar, Foodhall და Easy Day.
გაუტამ ადანსა და მუკეშ ამბანს შორის კონკურენცია წლებია გრძელდება და მათ არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა აუქციონებში. ცნობისთვის, 2020 წლამდე ამბანის სტაბილურად ეჭირა ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, თუმცა 2021 წლიდან ადანის ქონებამ უაღრესად მკვეთრი ტემპით დაიწყო აღმასვლა და მოკლე პერიოდში მან ამბანის გარდა, უორენ ბაფეტსაც და ჯეფ ბეზოსსაც კი გადაუსწრო.
Forbes-ის შეფასებით, გაუტამ ადანის ქონება ამჟამად 147 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს; მუკეშ ამბანის ქონება ამჟამად 94 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მერვე ადგილზეა.
დატოვე კომენტარი