მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ჟურნალი, „მოდის ბიბლიად“ წოდებული WWD Forbes Georgia-ს იანვრის ნომრის ყდის შესახებ სტატიას აქვეყნებს. საუბარია Forbes Georgia-ს ინგლისურენოვან ბოლო გამოცემაზე, რომლის ყდაზეც VETEMENTS-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი გურამ გვასალია მოხვდა. გვასალიასთან Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა თავად მოდის ინდუსტრიის გიგანტებისგანაც.
WWD-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი მაილს სოჩა წერს, რომ ყოველდღე ვერ ხვდება მოდის CEO ამ ჟურნალის ყდაზე.
სტატიაში მიმოხილულია გვასალიას ინტერვიუ, სადაც VETEMENTS-ის გენდირექტორი პანდემიის გავლენებზე, 2020 წლის შედეგებზე და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს, მათ შორის იმაზეც, თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება იმ შემთხვევაში, საქართველოში რომ დარჩენილიყო.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ აქ.
დატოვე კომენტარი