2020 წელი კომპანია “გაზპრომისთვის” რთული წელი აღმოჩნდა: ექსპორტიდან შემოსავალი 53%-ით დაეცა. ანალიტიკოსების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. პანდემია, თბილი ზამთარი, თხევად ბუნებრივ აირთან კონკურენცია – კიდევ რა ელის ამ წელს “გაზპრომს”?! კომპანიის წინაშე არსებულ სირთულეებზე რუსული Forbes-ი წერს.
ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში “გაზპრომის” ექსპორტის მიმართულების ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი, სერგეი კომლევი ბევრ სირთულეს მოელოდა 2020 წლისთვის.
“მსურს, დავიჯერო, რომ წლევანდელი წელი მეტ წარმატებას მოიტანს, თუმცა, 2020 საკმაოდ მძიმე იქნება”, – განაცხადა მან მაშინ.
მაშინ გაზის ექსპორტის ზრდის მეოთხე წელი იყო, თუმცა, 2019 წლის ბოლოს თურქეთსა და ევროპაში ექსპორტი შემცირდა უმნიშვნელოდ – 201,7 მლრდ კუბური მეტრიდან 199 მლრდ კუბურ მეტრამდე. თუმცა, კომპანიას უფრო მეტი სირთულეები როგორც ჩანს მომდევნო წელს ელოდა, როდესაც გაზის ექსპორტი 23%-ით შეუმცირდა, ხოლო შემოსავალი 53%-ით დაეცა. “გაზპრომისთვის” ეს დიდი დარტყმა იყო, რადგანაც კომპანიიდან საზღვრებს გარეთ იმდენივე გაზის ექსპორტი ხორციელდება, რამდენიც თავად რუსეთში ნაწილდება.
Fitch Rating-ის პროგნოზით, კომპანიის შემოსავალი პროცენტების, ცვეთის და ამორტიზაციის დაქვითვამდე $29 მლრდ-დან $15 მლრდ-მდე შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროპის ქვეყნების გაზის რეზერვუარების 96% შევსებული იყო, ეს იმიტომ რომ ევროპამ გაზის მომარაგება გადაწყვიტა. ამასთან, გასულ წელს რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, კონტრაქტს, რომლის მიხედითაც, “გაზპრომი” ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტს უკრაინის გავლით ახორციელებდა, ვადა 2019 წლის ბოლოს გასდიოდა. რუსეთი უკრაინას დაემუქრა, რომ თუ კიევი კონტრაქტის ახალ პირობებს არ დათანხმდებოდა, ის მას გაზის მიწოდებას შეუწყვეტდა. საბოლოოდ, რუსულ “გაზპრომსა” და უკრაინულ “ნაფტოგაზს” შორის კონტრაქტი 2019 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა.
ახლა კი, პანდემიის მიერ მიყენებულმა ზიანმა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა, ხოლო წარმოება შეანელა. ამასთან ერთად, დაეცა მოთხოვნა გაზზე. გაზის ფასმა ჯერ კიდე გასული წლის შუალედში დაიწყო შემცირება, ზამთარში გაზის ღირებულება უჩვეულოდ დაბალ მაჩვენებელზე იყო, რაც რუსული “გაზპრომისთვის” კიდევ ერთ თავსატეხად იქცა.
დატოვე კომენტარი