მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ბილ გეითსის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის დასადგენი ტესტების უმრავლესობა “სრული ნაგავია“, რადგან შედეგები ძალიან გვიან ხდება ცნობილი. აშშ-ში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის გაგებას ერთი კვირა და მეტიც კი სჭირდება – ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
“სისულელეა, აშშ-ში ტესტების უმეტესობა აბსოლუტური ნაგავია“,- აცხადებს ბილ გეითსი.
Microsoft-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეიძლება – სამედიცინო პროვაიდერებმა ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგები 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
“თუკი ანაზღაურება ერთნაირი იქნება, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, ცოტა მეტი უნდა გადავუხადოთ თუ ტესტის პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი, ხოლო ჩვეულებრივ უნდა მოხდეს ანაზღაურება თუკი პასუხები 48 საათის განმავლობაში იქნება და საერთოდ არ უნდა გადავუხადოთ, თუ მათ ტესტის პასუხების გასაცნობად 48 საათზე მეტი დრო სჭირდებათ“,- აცხადებს ბილ გეითსი.
დატოვე კომენტარი